რიკი : "ბარსელონას დამარცხება სრულიად შესაძლებელია"

სამეფო კლუბის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ განაცხადა, რომ კატალონიის ბარსელონას ბრწყინვალე გუნდი ჰყავს, მაგრამ სამეფო კლუბს ნამდვილად შეუძლია მოწინააღმდეგესთან სასურველი შედეგის მიღწევა. კაკამ ასევე დაახასიათ კრიშტიანო რონალდო...


"კატალონიელებს მართლაც, რომ ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ, ისინი ერთად ძალიან კარგად თამაშობენ და ბრწყინვალედ უგებენ ერთმანეთს, ესპანეთში ყოველთვის ლამაზი ფეხბურთის მოყვარულები იყვნენ და ახლაც იგივე სიტუაციაა, გვარდიოლას შეგირდები ტრადიციას არასადროს ღალატობენ და ყოველთვის სანახაობრივ სტილს გვთავაზობენ."

"ბლაუგრანას კარგი კოლექტივი ჰყავს, მაგრამ არც ჩვენი გუნდია ხელწამოსაკრავი, ბოლო დროს ბარსელონელები გვჯაბნიან, მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია მათი დამარცხება, შესაძლოა სამეფო თასის მომდევნო ეტაპზე კვლავ გადავეყაროთ ერთმანეთს, ამ შემთხვევაში რამდენიმე შეხვედრის გამართვა მოგვიწევს, რაც ანგარიშის გასწორების საშუალებას მოგვცემს."

"კრიშტიანო რონალდო ბრწყინვალე მოთამაშეა, ნახევარ სეზონში მან უკვე 20 გოლის გატანა მოახერხა, არიან მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდები, რომლებიც მთელი სეზონის მანძილზე ვერ ახერხებენ ამდენჯერ მეტოქეთა კარის აღებას, მაგრამ პორტუგალიელს გოლის გატანის ბრწყინვალე ნიჭი აქვს, მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და გუნდისთვის დახმარების გაწევა, მისი სტანდარტების შესახებ საუბარი ალბათ ზედმეტია, დარწმუნებული ვარ რონი კიდევ ბევრს მიაღწევს და "ბლანკოსის" ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება." dle 10.1

  • Hala
  • 25 დეკემბერი 2011
  • 3176
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 10
2 ხერარდ მორენო 8
3 მესი 8
4 ლორენი 7

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 5 4 1 0 13
2 რეალი 5 2 2 1 8
3 ბრიუგე 5 0 3 2 3
4 გალათასარაი 5 0 2 3 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2019 (70)
ნოემბერი 2019 (406)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)