Happy New Year

"მადრიდის რეალის" პრეზიდენტმა, მწვრთნელმა და მარსელო&რამოსი&&იკერი&იგუაინმა საშობაო და საახალწლო მილოცვები გააჟღერეს. გთავაზობთ ამ შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას.


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year


Happy New Year




"ჩვენ მადლობას გეუბნებით იმ მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და ნდობისთვის, რომელიც 2011 წელს ჩვენს მიმართ გამოიჩინეთ"-განაცხადა პრეზიდენტმა. "კლუბი აგრძელებს გაძლიერებას, ეს ჩვენი ერთიანობის დამსახურებაა. ვიმუშავებთ , ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მადრიდისტების ოცნებები და სურვილები ავასრულოთ. გვინდა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ჩვენს სტატუსს შეეფერება, ვინაიდან "მადრიდის რეალი" ესაა კლუბი, რომელიც გამარჯვებისთვის დაიბადა. სწორედ ამას ელიან ჩვენგან გულშემატკივრები. სხვას ვის, თუ არა ჟოზე მოურინიოს შეუძლია ყველა ამ ოცნების რეალობად ქცევა, ესაა მწვრთნელი, რომელმაც "მადრიდის რეალი" ისევ გამარჯვების გზას დაუბრუნა სამეფო თასზე მოპოვებული ტრიუმფის შემდეგ."

"ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საქმეს და კლუბის ისტორიას პატივი უნდა ვცეთ, ეს იმისთვის, რომ ბრწყინვალე მადრიდული გუნდი სევქმნათ"-განაცხადა მწვრთნელმა. "თავი არ უნდა დავზოგოთ თითოეულ შეხვედრაში და ვარჯიშზე. რა თქმა უნდა, სამეფო თასის მოპოვებულ ტიტულს გვინდა , რომ 2012-ში კიდევ უფრო მეტი ჯილდოები დავამატოთ."

კაპიტანი იკერ კასილასი კი მოუწოდებს ყველას: "კიდევ ეთი ნაბიჯი გადავდგათ წინ და უკეთესად ვითამაშოთ, ვიდრე წინა წელს. ყველა შეხვედრაში თავი საუკეთესო მხრით უნდა წარმოვაჩინოთ."

სერხიო რამოსი ეთანხმება კაპიტანს: "ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, რომ მინიმუმ იგივე ემოცია, იგივე მონდომება და იგივე სტიმული გვქონდეს, რაც წინა წელს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გულშემატკივრები ამაყობდნენ ჩვენით და მადრიდისტობით."

გონსალო და მარსელო, უცხოელები, რომლებმაც "მადრიდის რეალში" წარმატებებს მიაღწიეს, ასევე უსურვებენ ყველაფერ საუკეთესოს გულშემატკივრებს: "გვინდა, რომ ჩვენი კარგი სათამაშო ფორმა შევინარჩუნოთ, ყველაფერი გვაქ იმისთვის, რომ ტიტულისთვის ვიბრძოლოთ."-განაცხადა არგენტინელმა.

"ბოლომდე დავიხარჯებით თითოეულ შეხვედრაში, ვინაიდან სწორედ ამის შედეგად მოდის ტიტულები და ეს უებარი საშუალებაა ჩვენი გულშემატკივრების გასახარებლად"-დაამატა ბრაზილელმა.

"გუნდი ძლიერია არა მარტო ფეხბურთელებით, არამარტო იმით, რომ ესეთი სტადიონი აქვს, არამედ ის ძლიერია ფინანსურადაც, რაც პირდაპირაა დაკავშირებული სპორტულ მიღწევებთან." ფლორენტინო პერესი პირობას დებს , რომ ეს დარგი კვლავ ისეთივე პრიორიტეტული იქნება, როგორც აქამდე, ვინაიდან "გადახდისუნარიანობა გვაძლევს საშუალებას უფრო ძლიერები და დამოუკიდებლები ვიყოთ. უნდა გავაგრძელოთ ლეგენდა "მადრიდის რეალზე". ლეგენდა, რომლის დავიწყება არ შეიძლება. კოპა დელ რეი იყო ის ტიტული, რომელსაც მთელი მსოფლიოს მადრიდისტები დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ."-ეს პრეზიდენტის სიტყვებია.

"ჩვენ ტიტული ისტორიულ ფინალში მოვიგეთ. არის უამრავი მიზეზი იმისა, რომ ამით ვამაყობდეთ. ასევე მნიშვნელოვანი და აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ წელი ჩვენ ლიდერის სტატუსით დავასრულეთ"-ეს უკვე მთავარი მწვრთნელის განცხადებაა.

პ.ს. წინასწარ გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ, რომ ამ წელს მხოლოდ კარგი მოეტანოს ყველა ჩვენგანისთვის (კიდევ , გისურვებთ, რომ 2012 წელი არ აღმოჩენილიყოს ბოლო წელი , ანუ არმაგედონი და რამე, რომელსაც "წინასწარმეტყველებენ" , ეს ისე ხუმრობით 023 ). ეს იყო ჩემი 630-ე სტატია, წელს ვრჩები სტატიების დაწერას სხვადასხვა მიზეზების გამო. ჩემი 631-ე სტატია დღის სინათლეს უკვე 2012 წელს იხილავს.

ხო, ერთი თხოვნა მექნება, ამ სტატიის წაკითხვის მერე გულში ყველამ თქვით....

Halaaaaaaaaaaaa Maaaaaaadriiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiid!


Happy New Year
dle 10.1

  • shvela
  • 24 დეკემბერი 2011
  • 4539
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)