ფეხბურთელები ფანატების წინააღმდეგ

ჰოლანდიის თასის ეგიდით ჩატარებული შეხვედრისას, რომლის დროსაც ერთმანეთს ”აიაქსი” და ”ალკმაარი” უპირისპირდებოდნენ ძალიან ”საინტერესო” მოვლენას ქონდა ადგილი. კი გაგიკვირდებათ რა შუაშია ”მადრიდის რეალი” და ჰოლანდიის თასიო, მაგრამ , როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთში მორჩა საფეხბურთო ციებ-ცხელება, წინ ახალი წელია , შესაბამისად ცოტა გასართობად ამ სტატიას არაუშავს და მგონია, რომ არ დამძრახავთ ამის დაწერას.

მოკლედ, ასეა თუ ისე, თამაშის მსვლელობისას ერთ-ერთმა ამსტერდამელმა ფანატმა ისკუპა მოედანზე და გაემართა პირდაპირ მეტოქე გუნდის მეკარის საცემად. კი ფიქრობდა, რომ გოლკიპერი არაფერს ეტყოდა, მაგრამ, როგორც ერთი კოლმეურნეობის თავჯდომარე იტყოდა ხოლმე, ნურას უკაცრავად.

გთავაზობთ სხვა ანალოგიურ შემთხვევებს


ერიკ კანტონა - ”კრისტალ პალასი” ”მანჩესტერ იუნაიტედი” - 1995 წელი.



ვინ, თუ არა ”წითელი ეშმაკების” ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ფეხბურთელი. 1995 წლის იანვარში კანტონა ”კრისტალ პალასის” ფეხბურთელს ეუხეშა. ეს უკანასკნელი მაისურზე მოქაჩვით ცდილობდა კანტონას გაჩერებას, რომელმაც არც აცია, არც აცხელა და პირდპაირ ფეხი უთავაზა, რის გამოც მსაჯმა კანტონა მოედნიდან გააძევა. გადიოდა რა მოედნიდან, კანტონა წამოეგო პირველ რიგში მჯდომი გულშემატკივრის პროვოკაციაზე და მას თავისი ცნობილი ”Kung-Fu Kick”-ი ჩაუტარა. ამის გამო ფრანგმა დიდი ზარალი ნახა: 120 საათი გამოსასწორებელი სამუშაო, 10 ათასი ფუნტის ჯარიმა და ოქტომბრამდე ყველა თამაშიდან მოკვეთა.

კობი მოსსა - ”მაკაბი” - ”ჰაპოელი” 2007 წელი



პრინციპული დაპირისიპირების ბოლოს , ”მაკაბის” მცველმა კობი მოსსა საკმაოდ უხეშად დაუხვდა მოედანზე გამოვარდნილ გულშემატკივარს. ფანატს სხვა არაფერი ჭირდა, თუ არა ის, რომ ცხვირი გაიტეხა ამ იცნიდენტის შედეგად. ”მაკაბის” მცველი კი 3:0 ანგარიშზე მოედნიდან გააძევეს, ხოლო თამაში ჩვეულებრივ გაგრძელდა.

ამის შემდეგ სადისციპლინო კომიტეტმა მოსსას ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

კრეიგ ბელამი ”მანჩესტერ იუნაიტედი” ”მანჩესტერ სიტი” 2009 წელი.

ფეხბურთელები ფანატების წინააღმდეგ


ბოლო ათწლეულის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მანჩესტერული დერბი დასრულდა იმით, რომ მეოთხე დამატებით წუთზე ოუენის მიერ გატანილმა გოლმა ”წითელ ეშმაკებს” გამარჯვება მოუტანა. წაგების არც თუ ისე დიდმა მოყვარულმა კრეიგ ბელამმა, რომელმაც იმ შეხვედრაში თავი დუბლით გამოიჩინა, მსაჯთან დაიწყო იმის გარკვევა, თუ რატომ აღმოჩნდა ამდენი ხანი დამატებული დრო? ამ დროის მოედანზე ”იუნაიტედის” გულშემატკივარი გამოჩნდა, რომელმაც ”სიტის” თავდამსხმელისგან მაშინვე მარჯვენა ჰუკი მიიღო ყბაში.

არცერთ მხარს არ უჩივლია, მიუხედავად ამისა FA-მ მაინც დაიწყო გამოძიება, რომლის შედეგადაც ბელამმა ტექნიკური დისკვალიფიკაცია მიიღო.

ნოვაკ მარტინოვიჩი - ”პეტროლული” ”სტიაუა”



რუმინეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართული შეხვედრის დროს, მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნიდან რამოდენიმე წამში, მოედანზე გამოვარდა ”პეტროლულის” გულშემატკივარი, რომელიც ზურგიდან მიეპარა ”სტიაუას” მცველს ჯორჯ გალამაზს და კარგადაც უთავაზა. გალამაზის თანაგუნდელები მაშინვე დაუდგნენ მეგობარს გვერდით. მათ გულშემატკივარი მინდორზე დააგდეს და გემრიელადაც დაამუშავეს. ყველაზე მეტად თავი მარტინოვიჩმა გამოიჩინა, რომელმაც მაშინვე წითელი ბარათი დაიმსახურა და მოედანი დატოვა. მარტინოვიჩის საქციელი მოიწონა არამარტო ჟურნალ-გაზეთებმა,ა რამედ გულშემატკივრებმაც, ყოფილმა ფეხბურთელებმაც, კლუბების პრეზიდენტებმაც, ასევე რუმინელმა ჩოგბურთელმა ქალმა სორანა კრისტმა.

ესტებან ალვარადო - ”აიაქსი” ”ალკმაარი” 2011 წელი.



ეს კი ჰოლანდიის თასის შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტი. dle 10.1

  • shvela
  • 23 დეკემბერი 2011
  • 3563
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (289)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)