Argentinos! Argentinos! Argentinos! ნაწილი პირველი...

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის ''რეალში'' ყოველთვის ჭარბობდნენ სხვა ეროვნების ფეხბურთელები, ისინი ყოველთვის წინა პლანზე იდგნენ და უმრავლესობამ თავისი ეპოქაც კი შექმნა ''ბლანკოსში''. პირველი უცხოელი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა მადრიდულ გრანდში, ეს მექსიკელი ხოსე რამონ საუტო იყო, მან 124 მატჩის ჩატარება მოახერხა 1934-1936 წლებში და საფუძველი ჩაუყარა იმას, რასაც მადრიდის ''რეალის'' საერთაშორისო კლუბად გადაქცევა ჰქვია, დღეს ''ბლანკოსის'' კარი ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელისთვის ღიაა. საუტოს გზას ორი არგენტინელი მიჰყვა, როკე ოულსენი და ყველასათვის კარგად ცნობილი, დღეს უკვე მადრიდის ''რეალის'' საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დი სტეფანო... ''ფეხბურთის მამები'' მადრიდულ გრანდში 1996 წლიდან იჩენენ თავს, მეოცე საუკუნის მიწურულს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ბრაზილიელებმა საკუთარი ეპოქა შექმნეს ''რეალში'' და აგრეთვე ლომის წვლილი დადეს პროექტში, რომელსაც ''ლოს გალაკტიკოსი'' ეწოდებოდა... არგენტინელები! არგენტინელები! არგენტინელები!


მადრიდის ''რეალის'' დაარსებიდან 9 წლის თავზე კლუბს შეუერთდა ორი ახალწვეული სამხრეთ ამერიკიდან, კერძოდ კი არგენტინიდან, სოტერო და ეულოგიო არანგურენები, ძმები, რომლებიც იყვნენ პირველი არგენტინელები კლუბის ისტორიაში. ნახევარმცველებმა ბუენოს აირესიდან გამორჩეული როლი ითამაშეს იმ დროინდელი ''რეალის'' და ზოგადად ფეხბურთის განვითარებაში. სოტერო 1894 წელს დაიბადა და სულ რაღაც 28 წლის ასაკში გარდაიცვალა(1922წ.) ''პირველ არგენტინელს'' მადრიდში სათანადო პატივი მიაგეს და მას ძეგლიც კი დაუდგეს გუნდის გასახდელთან, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დღესაც შთაგონების წყაროა. ეულოგიო ორი წლით უფროსი გახლდათ სოტეროზე და ის 81 წლის ასაკში გარდაიცვალა(1973წ.). ძმებმა არანგურენებმა (1911-1918 სოტერო, 1911-1921 ეულოგიო) წლებში ითამაშეს ''რეალში'' და პირველი არგენტინული კვალი დატოვეს მადრიდულ გრანდში.

Argentinos! Argentinos! Argentinos! ნაწილი პირველი...


შემდეგი არგენტინული ''გამონათება'' მადრიდში 1950 წელს, როკე ოლსენის სახით მოხდა. ის 1925 წელს არგენტინის ერთ-ერთ პროვინციაში დაიბადა, 1949 წელს ის არგენტინის ჩემპიონის - ''რასინგის'' რიგებში თამაშობდა, მომავალ წელს კი მადრიდის ''რეალის'' ფეხბურთლი გახდა. ის წლების მანძილზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირად ითვლებოდა. 1950-1957 წლებში მან 123-ჯერ მოირგო თეთრი მაისური და 66(!) გოლის გატანაც მოახერხა. 1957 წელს ის გადაბარგდა ''კორდობაში'' სადაც ჯერ ფეხბურთელის, შემდეგ კი მწვრთნელის სახით იცავდა კლუბის ღირსებას. აღსანიშნავია, რომ როკე 1965-67 წლებში ''ბარსელონას'' თავკაცი გახლდათ. ის 1992 წელს, 66(!) წლის ასაკში გარდაიცვალა.

Argentinos! Argentinos! Argentinos! ნაწილი პირველი...


1953 წელს ''ლოს ბლანკოსს'' შეუერთდა 27 წლის თავდამსხმელი, ბუენოს აირესში დაბადებული ბიჭუნას ანგარიშზე, ჯერ კიდევ მადრიდში გადმოსვლამდე 245 პროფესიონალურ დონეზე ბურთაობისას გატანილი გოლი გახლდათ, რომელსაც მადრიდში 305 დაუმატა და თავისი სახელი სამუდამოდ დატოვა კლუბის ისტორიაში. ალფრედო შეუწყვილდა ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელს, როგორიც ფერენც პუშკაში გახლდათ, ეს წყვილი წლების მანძილზე თავზარს სცემდა სრულიად საფეხბურთო სამყაროს. დი სტეფანოს შედეგი, 49 გოლი 58 მატჩში წლების მანძილზე საუკეთესო მიღწევად ითვლებოდა ჩემპიონთა ლიგაზე, სანამ 2005 წელს მადრიდის კიდევ ერთმა ლეგენდამ, რაულ გონსალეს ბლანკომ არ დაამხო. ალფრედო არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც გამოიწვია ორ უდიდეს გრანდს შორის დაპირისპირება, კერძოდ კი ''ელ კლასიკო''. მოგეხსენებათ, რომ დი სტეფანოს შეძენა ''ბარსელონას'' მთავარი მიზანი გახლდათ, კლუბმა თითქმის მიაღწია კიდეც დასახულ მიზანს, რომ არა ''ფიფა'', რომელმაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ამ ჩახლართული ტრანსფერის გამოძიება უბრძანა. 1953 წელს ''ბარსელონამ'' და ''რივერ პლეიტმა'' გააფორმეს კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ალფრედო კატალონიაშიუნდა გადაბარგებული, ამ ფაქტით უკმაყოფილება გამოთქვა ''მილონარიოსმა'', რომელსაც ლიმას შეთანხმების თანახმად ფეხბურთელზე უფლებები 1954 წლამდე ჰქონდა, ამ არეულობით ისარგებლა ''რეალის'' მაშინდელმა პრეზიდენტმა დონ სანტიაგო ბერნაბეუმ და დი სტეფანოსთან კონტრაქტი გააფორმა. ესპანეთში ისეთმა არეულობამ დაისადგურა, რომ ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა სხვა ეროვნების ფეხბურთელთათვის ესპანეთში თამაშის უფლება ჩამოერთმიათ. ფაქტის თავიდან ასაცილებლად ''რეალისა'' და ''ბარსელონას'' პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ ალფრედოსთვის 4 წლით ესპანეთში დარჩენის ნება დაერთოთ, შეთანხმების თანახმად ფეხბურთელი 2 სეზონს მადრიდში ხოლო 2 სეზონს კატალონიაში გაატარებდა. შეთანხმებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ''ბარსელონას'' ფანებში და პრეზიდენტმა კარეტომ გადაწყვიტა უარი ეთქვა არგენტინელ ფორვარდზე და ის ''რეალს დაუთმო''. მადრიდში გატარებული 11 სეზონის შემდეგ მას 8 პრიმერა ლიგის ხოლო 5 ჩემპიონთა ლიგის ტიტული დაუგროვდა, 2 ოქროს ბურთი და უდიდესი სიყვარული ესპანელი ქომაგისა. 1967 წელს მას გამოსამშვიდობებელი მატჩი მოუწყვეს, რომელიც ''რეალსა'' და ''სელტიკს'' შორის გაიმართლა, ''სკოტებმა'' 0:1 გაიმარჯვეს ბობი ლენოქსის გოლის წყალობით. მადრიდული მაყურებელი ჯონსტონმა გაამხნევა, რომელმაც თავისივე თანაგუნდელები ეფექტური ცრუ მოძრაობებით ჩამოიშორა, მის ყოველ ასეთ მოძრაობას პუბლიკა შეძახილით "Olé!" ხვდებოდა. 2000 წლის 5 დეკემბერს ის მადრიდის ''რეალის'' საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს და დღემდე ამაყად უჭირავს ეს ადგილი.

Argentinos! Argentinos! Argentinos! ნაწილი პირველი...


ხუან კარლოს ტურინო გახლდათ არგენტინელი მცველი, რომელიც 1970-76 წლებში იცავდა კლუბის ღირსებას, მან 134 მატჩი ჩაატარა ''რეალთან'' ერთად. 1973 წელს სერიოზული ტრამვის შემდეგ ხუან კარლოსმა გადაწყვიტა საფეხბურთო კარიერა დაესრულებინა თუმცა თანაგუნდელებმა და ფანებმა მოახერხეს და არგენტინელ მცველს აზრი შეაცვლევინეს. 3 წლის შემდეგ მან მაინც დაასრულა კარიერა, თუმცა ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ აღმოჩნდა, ის 1977 წელს კვლავ დაბრუნდა ფეხბურთში მაგრამ ბურთავს მობეზრებულმა არგენტინელმა მალევე გაიხურა კარი.

Argentinos! Argentinos! Argentinos! ნაწილი პირველი...


შემდეგ ნაწილში: ხორხე ვალდანო, ფერნანდო რედონდო, სანტიაგო სოლარი, გონსალო იგუაინი, ფერნანდო გაგო. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)