"რეალი" შვებულებაშია

როგორც იცით, ესპანეთში საშობაო არდადეგებია. მადრიდის "რეალი" შესვენებას საკმაოდ კარგი სტატისტიკით შეხვდა...


ყველაფერი გატანილი გოლებით დავიწყოთ. როგორც იცით, ბოლო ორ შეხვედრაში "მერენგებმა" 11–ჯერ შეძლეს მეტოქის კარის დალაშქვრა. საერთო ჯამში კი, მადრიდისტებმა ამ სეზონის პირველ ნახევარში 56 გოლს მოუყარეს თავი, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო შედეგია. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი სამეფო კლუბს 1958–1959 წლების სეზონში ჰქონდა – 50 გოლი.

"რეალი" შვებულებაშია


გარდა ამისა ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორეს. საუბარია ზედიზედ მოგებულ მატჩებზე, მიმდინარე სეზონში "რეალმა" ზედიზედ 13 შეხვედრაში მოახერხე 3 ქულის მოპოვება. ასეთი შედეგი "მერენგებს" ისტორიაში მხოლოდ ხუთჯერ ჰქონდათ.

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინვალედ იასპარეზა. "მერენგებმა" ჩატარებული 6 შეხვედრიდან ექვსივე მოიგეს და "მილანის", "პსჟ"–ს, "სპარტაკის" და "ბარსელონას" შედეგი გაიმეორეს. მაგრამ "ბლანკოსი" მათ შორის საუკეთესოა, რამეთუ მადრიდისტების ბურთების შეფარდების მაჩენებელი +17 გახლდათ.

"რეალი" შვებულებაშია
* მოგებაზე ორი ქულა


გარდა ამისა, მადრიდის "რეალმა" ერთი პირადი რეკორდიც დაამყარა, რამეთუ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი ჯგუფურ ეტაპზე არსებობის ისტორიაში. "მერენგებმა" 19–ჯერ დალაშქრეს მეტოქეთა კარი.

"რეალი" შვებულებაშია


რაც შეეხება საკუთარ კარში გაშვებულ გოლებს, "მერენგებმა" წინა სეზონის მსგავსად მხოლოდ 2 ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. 2010–2011–ის სეზონში "მილანისგან" "სან სიროზე", ხოლო მიმდინარე გათამაშებაზე ზაგრების "დინამოსგან" "ბერნაბეუზე".

"რეალი" შვებულებაშია


ჩემპიონთა ლიგის გარდა "რეალი" სხვა ჩემპიონატებზეც საუცხოოდ გამოიყურება. 17 ტურის შემდეგ "ბლანკოსმა" "ლა ლიგის" ლიდერობა იტვირთა და შესაბამისად ე.წ. შემოდგომის ჩემპიონიც გახდა. რაც შეეხება "კოპა დელ რეის", გუშინ "რეალმა" განმეორებით მატჩში "პონფერადინას" სძლია 5–1 და ტიტულის დასაცავდ კიდევ ერთი ნაბიჯი გადასდგა. dle 10.1

  • wishmaster
  • 21 დეკემბერი 2011
  • 1927
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)