AfterMatch-ხოსელუ&ნაჩო

კანტერანოებმა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუები ჩაწერეს.


ხოსელუ:

”ჩემი გოლი ბრწყინვალე გუნდური თამაშის შედეგი იყო, მე მხოლოდ იდეალურ ადგილას აღმოვჩნდი გოლის გასატანად. კალეხონის ბრყინვალე გადაცემის შემდეგ მე მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, რომ ცარიელ კარში გოლი გამეტანა. ძალიან გახარებული ვარ.”

”ტანში გამაჟრჟოლა, როცა მოვისმინე, თუ როგორ სკანდირებდნენ ”სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილი გულშემატკივრები ჩემს სახელს. მოედანზე ყველაფერს აკეთებ, რომ რაღაცას მიაღწიო, მაგრამ ზემოთხსენებული ყველაფერზე მაღლა დგას. ეს ენით აღუწერელი გრძნობაა.”

ნაჩო:

”დღევანდელი დღე ”მადრიდის რეალის” ყველა კანტერანოსთვის განსაკუთრებულია, შეცვლაზე გამოსულები ხომ ”თეთრების” აღზრდილები არიან. ყველა ჩვენგანისთვის გამორჩეული დღეა, სეზონს ბოლო შეხვედრას ვატარებდით, თან საკუთარ მოედანზე. არ ველოდით, რომ ამდენი გულშემატკივარი მოვიდოდა ამ თამაშის სანახავად, მაგრამ სტადიონი თითქმის ბოლომდე სავსე იყო. ეს სასწაულია.”

”პირველი გუნდის ფეხბურთელები უკვე მიეჩვივნენ, რომ მათთან ერთად ხშირად ვვარჯიშობთ. ისინი ისე გვექცევიან, თითქოს ჩვენ პირველი გუნდის ფეხბურთელები ვიყოთ, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია. ვფიქრობ, პაჩეკომ და კასადომ დღეს კარგად ითამაშეს. მე მათ ვულოცავ.”

” ”მადრიდის რეალის” ყველა გულშემატკივარს ვუსურვებ, რომ 2012 წელს ”კასტილიამ” მიაღწიოს უფრო მაღალ საფეხურს, ხოლო ”მადრიდის რეალმა” კი 3-ვე ტიტული მოიგოს.” dle 10.1

  • shvela
  • 21 დეკემბერი 2011
  • 1961
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)