11 გაძევება 18 მატჩში

"კასტილია" "სეგუნდა ბ"–ში ყველაზე უხეში გუნდია...


როგორც იცით, "სეგუნდა ბ"–ს უკანასკნელ ტურში "კასტილიამ" საშინაო მატჩში ქულები გაიყო "ალკალასთან". აგრეთვე ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ მატჩში შეხვედრის არბიტრმა 3 ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან მადრიდისტთაგან. აქედან გამომდინარე, "კასტილიამ" ზემოთ აღნიშნულ ჩემპიონატში ყველაზე უხეში გუნდის სტატუსი მოიპოვა, რამეთუ ტორილის შგირდებს 18 ტურში უკვე 11 წითელი ბარათი დაუგროვდათ. ამ მხრივ საუკეთესო ნაჩო გახლავთ, მან უკვე ორჯერ მოასწრო მოედინის ნაადრევად დატოვება მსაჯის გადაწყვეტილებით.

11 გაძევება 18 მატჩში


მადრიდისტებს ფეხდაფეხ "რაიო ბ"–ს ფეხბურთელები მოჰყვებიან, აღნიშნულ გუნდიდან 9 მოთამაშე იქნა გაძევებული, ხოლო ყველაზე სუფთად მოთამაშე კლუბები "რეიესი", "ტენერიფე" და "ლუგო" გახლავთ – მხოლოდ თითო–თითო წითელი ბარათი. როგორც იცით, "ფეარ ფლეის" წესებით გუნდებს ყვითელ და წითელ ბარათებზე ქულები ეწერებათ. ამ მხრივ "კასტილია" პირველობას არავის უთმობს – მადრიდისტები 80 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ.

11 გაძევება 18 მატჩში


ალბერტო ტორილი, "კასტილიის" მთავარი მწვრთნელი: "მე მესმის, რომ მსაჯებს მართლაც ჰქონდათ ფეხბურთელების გაძევების საბაბი, მაგრამ ზოგ ეპიზოდში მათი დანდობა შეიძლებოდა. სულ არ მანაღვლებს 18 ტურში 11 წითელი რომ მივიღეთ, მთავარია, რომ 18 ტურის შემდეგ ცხრილის ლიდერები ვართ. არცაა გასკვირი, რომ ამდენი გაძევება და გაფრთხილებაა, ჩვენ ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვართ, ხოლო ჩვენი მეტოქეები 30 წელსაც სჭარბობენ და ბევრად გამოცდილნი არიან." dle 10.1

  • wishmaster
  • 20 დეკემბერი 2011
  • 2089
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)