იგუაინი AS_თან

გონსალო იგუაინი ძალიან გახარებულია, რო გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. მადრიდის "რეალის" ფორვარდის განცხადებით, დამარცხება "სევილიასთან" არ იყო ძალიან მნიშვნელოვანი.


უნდა გაფრინდეთ ბუენოს აირესში, რადგან გამოძახებული ხართ "არგენტინის" ნაკრებში...

ეს ჩემი ოცნებაა, ძალიან ბედნიერი ვარ. ამ მომენტს ძალიან დიდი ხანია ველოდი და აუცილებლად კარგად გამოვიყენებ შანსს, რომელიც მწვრთნელმა მომცა.

თქვენი დებიუტი არ შედგება ეროვნული ნაკრებისთვის კარგ მომენტში...

სიტუაცია არეულია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება. ნაკრებს ესაჭიროება დახმარება, რომლის მიწოდებაც მე შემიძლია.

დაივიწყეთ "სევილიასთან" გამართული შეხვედრა?...

არა. ის იყო ძალიან რთული მატჩი. "სევილია" საკუთარ კედლებში ძალიან კარგად თამაშობს და ნებისმიერი კლუბისათვის ძლიერი მეტოქეა. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ გასულ მატჩებზე, მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი.

ვერ მოახდინა კლუბმა რეაგირება...

ჩვენ ვერ შევძელით გადამწყვეტი როლი შეგვეტანა თამაშში, ანგარიშის გათანაბრება კი მოვახერხეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით. ეს გახლდათ პირველი მარცხი დიდების გრძელ გზაზე, რომელსაც "რეალი" ადგას.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მარცხი მუდმივმა როტაციამ გამიწვია?..

იმას არ ვფიქრობ, რომ რონატაცია ცუდია. იმ მატჩში ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ გგამარჯვებაც თავისუფლად შეგვეძლო. ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, სეზონი ძალიან გრძელია.

როგორ შეძლებთ მოუმატოთ თამაშის ხარისხს?..

ბევრი მუშაობა არის წამალი როტაციის გამართლებისა.

კრიშტიანო არ იყო წინა შეხვედრაში, ხომ არ გგონიათ, რო სწორედ ამიტომ დამარცხდით?..


რონალდო უმაღლესი დონის ფეხბურთლია და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, მაგრამ "რეალს" უნდა შეეძლოს მის გარეშეც გამარჯვება. ჩვენ ძალიან გრძელი სათადარიგოთა სკამი გვაქვს. დამარცხება გამოიწვია შეუთამაშებლობამ.

რას გვეტყვით გუნდის დაცვაზე?..


არ მსურს ამაზე საუბარი. დიდი ხანი არ ვუშვებდით გოლებს, შეცდომა კი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს, მითუმეტეს ფეხბურთელს.


სტატიის ავტორი: kevlisha

ინფორმაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • kevlisha
  • 6 ოქტომბერი 2009
  • 2758
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)