მოუ: "ასეთ შედეგს არ ველოდი"

ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენცია გამართა...


"რა თქმა უნდა, ამ მატჩში გამარჯვებას ველოდი, თუმცა ამ შედეგს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. "სევილია" ძალზედ ძლიერი გუნდია და მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. რაც ბოლო ორი წელია ამ დაპირისპირებაშ ხდება, ვფიქრობ, ნორმალური სულაც არ არის. ბოლო 17 მატჩში 16 მოვიგეთ და სულაც არ იყო გასაკვირი, რომ აქაც გაგვიმარჯვეთ."

"პირევლ ტაიმში "სევილიამ" საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა და დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი არ არის. იკერმა ორი საოცარი ბურთი აიღო და რომ არა მისი ბრწყინვალე თამაში, ალბათ ასეთი შედეგი სულაც არ იქნებოდა. ალბიოლი მოედანზე იმიტომ შემოვიყვანე, რომ პეპეს გაძევების შემდეგ დაცვის ხაზი არ დარღვეულიყო. საერთო ჯამში, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით მინდა გამოვყო დი მარიას ბრწყინვალე ასპარეზობა. რამოსს გარკვეული პრობლემები აქვს და ამან ამ მატჩშიც იჩინა თავი. კარგია, რომ არდადეგებს ლიდერის რანგში ვხვდებით."

"ჩვენ გვყავს გენიალური მეკარე, რომელმაც ორ კრიტიკულ მომენტში საოცარი რამ გააკეთა. ეს სულაც არ იყო გამართლება ან იღბალი, ეს იყო გამიზნული მოქმედება. როდესაც იცი, რომ კარს ასეთი მეკარე იცავს, მაშინ გუნდის შემტევებს უფრო უადვილდებათ თამაში. აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ ანგარიში არ მეტყველებს ამ ორ გუნდს შორის დიდ სხვაობაზე სათამაშო კლასის მხრივ, ანდალუსიელებს შესანიშნავი კოლექტივი ჰყავთ შეკრებილი, ალბათ ლოგიკური იქნებოდა მცირე სხვაობით გაგვემარჯვებინა."

"სრულიად მოსალოდნელია მომავალ მატჩში აქ ნულოვანი ფრე დაფიქსირდეს, იმდენად დაძაბული დაპირირსპირებაა. ეს შედეგი გარკვეულწილად "სევილიას" დამსახურებაცაა, რადგან ანდალუსიელები შეტევას შეტევაზე აწყობდნენ, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით კანუტეს კარგი თამაში უნდა აღვნიშნო. ყოველივე ამან გამოიწვია ფართო სივრცეები და ჩემმა ფეხბურთელებმაც შანსები არ გაანიავეს. ჩემგან დავალებული ჰქონდათ, რომ საგოლე მომენტები მაქსიმალურად გამოეყენებინათ."

"კრიშტიანომ საკმაოდ კარგად ითამაშა, ყველაფერს აკეთებდა, რომ თავის გუნდს დახმარებოდა. ეს სრულიად ნორმალური და მოსალოდნელი იყო." dle 10.1

  • wishmaster
  • 18 დეკემბერი 2011
  • 2603
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)