"სევილია" – "რეალი" [პრევიუ]

გთავაზობთ დღევანდელი მატჩის პრევიუს...


მადრიდის "რეალი" "პის ხუანზე" საკმაოდ კარგი სტატისტიკით გავა. "ბლანკოსს" "ლა ლიგაში" გასვლით მატჩებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და აგრეთვე ყველაზე მეტი ქულა აქვს დაგროვებული. ამას ისიც დავუმატოთ, რომ კრიშტიანო რონალდო 17 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ხოლო ანხელ დი მარია ათი საგოლე გადაცემით საუკეთესოა.

გადავხედოთ გუნდების სატურნირო მდგომარეობას, ამჟამად მადრიდის "რეალი" მეორე ადგილს იკავებს. "ბლანკოსს" 37 ქულა აქვს, ქულების იგივე რაოდენობა დააგროვა "ბარსელონამაც", თუმცა კატალონიელებს ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. რაც შეეხება "სევილიას", ანდალუსიური კლუბი 24 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.

წინა სეზონში, "პის ხუანზე" აღნიშნული გუნდები ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ორივეში გამარჯვება "რეალმა" იზეიმა. ჯერ, "კოპა დელ რეის" ნახევარფინალში "ბლანკოსმა" მეტოქე ბენზემას ერთადერთი გოლის წყალობით დაამრცხა, ხოლო შემდგომ "ლა ლიგის" ეგიდით, სამეფო კლუბმა ანდალუსიური გუნდი მიწასთან გაასწორა – 6–2 – 4 გოლი კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა, თითო–თითო კი რამოსმა და კაკამ გაიტანეს.

ჟოზე მოურინიომ ამ მატჩისთვის 20 ფეხბურთელს უხმო. განაცხადს დაუბრუნდნენ ის მოთამაშეები, რომლებმაც მწვრთნელის გადაწყვეტილების გამო გამოტოვეს "პონფერადინასთან" გასვლითი შეხვედრა. აღსანიშნავია "კასტილიელი" ხესუსის გამოჩენა.

ორიოდე სიტყვა "სევილიაზეც" ვთქვათ, ამ ბოლო დროს ანდალუსიური კლუბი საკუთარ მოედანზე არც თუ ისე კარგად ასპარეზობს, ბოლო 4 შეხვედრიდან "სევილიელებმა" მხოლოდ ერთი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ორში დამარცხდნენ. გარდა ამისა, ცხრილში არც თუ სახარბიელო სიტუაციაში არიან. მეოთხე ადგილოსან "ლევანტესთან" დაშორება 5 ქულაა, აგრეთვე არის რამდენიმე გუნდი, რომელსაც ამ ტურის შემდეგ თავისუფლად შეუძლია გადაასწროს "სევილიას".

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქამდე მადრიდის "რეალი" და "სევილია" 67–ჯერ წარსდგნენ ერთმანეთის წინაშე. ცხადია, უპირატესობას "ბლანკოსი" ფლობს – "მერენგებმა" 31 მატჩში იმარჯვეს, 15 ფრედ დაასრულეს და 21 წააგეს. ბურთების შეფარდება კი 112–98–ზეა რაღა თქმა უნდა სამეფო კლუბის სასარგებლოდ. dle 10.1

  • wishmaster
  • 17 დეკემბერი 2011
  • 3051
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)