მოურინიოს პრესკონფერენცია

ჟოზე მოურინიომ დღეს მორიგი პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან "სევილიასთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.


"ბიჭებმა მოსამზადებელი პერიოდი კარგად გაიარეს. ჩვენ მზად ვართ "სევილიასთან" მატჩისთვის, სადაც რაღა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. დამეთანხმებით, რომ ბოლო თვეებში ჩვენ ძალიან ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწია თამაში და გამონაკლისი არც ეს მატჩია".

"ცხადია, გამარჯვების მოპოვება ძალიან რთული იქნება, მაგრამ "რეალისთვის" შეუძლებელი არაფერია. შარშან, ამ დროს "ბარსელონას" 2 ქულით ჩამოვრჩებოდით, თუმცა ახლა უპირატესობა ჩვენს მხარესაა, ეს კი საკმაოდ მოტივირებულს ხდის გუნდს. ვფიქრობ, ნაადრევია წინასწარი პროგნოზების და დასკვნების გაკეთება ამ მატჩზე".

"ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. ზოგადად, დიდი სიმპატიები გამაჩნია რუსული ფეხბურთის მიმართ, რომლის ერთ–ერთ საუკეთესო კლუბს 1/8 ფინალში დავუპირისპრიდებით. ვგონებ, რომ სეზონის განვლილი ნახევარი კარგად და შედეგიანად ჩავატარეთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა შესანიშნავად დავასრულეთ, ხოლო ხვალ "სევილიასთან" გავარკვევთ, თუ ვინ იქნება ზამთრის ერთპიროვნული ჩემპიონი".

"არბელოა სრულ მზადყოფნაშია, მას გუნდის დახმარება კატალონიელებთანაც შეეძლო, მაგრამ ესპანელ მოთამაშეს მაქსიმუმ 25 წუთი ვათამაშებ, რადგან მისი ფიზიკური კონდიცებიდან გამომდინარე შესაძლოა პრობლემები შეგვექმნას, ალვაროს ტრავმის გამო უკვე დიდი ხანია არ უთამაშია და 90 წუთიანი დატვირთვა სავალალო შედეგს გამოიღებს, საბედნიეროდ გუნდი ისეა დაკომპლექტებული, რომ შემცვლელის პოვნა შესაძლებელია. დი მარიამ სრული დატვირთვით ივარჯიშა და იგი გუნდს აუცილებლად დაეხმარება, ანხელის პროგრესი აშკარაა. არგენტინელი გუშინ ფიტნეს მომზადებით შემოიფარგლა, ახლა კი უკვე დროა მეტი დატვირთვა მიიღოს, რადგან შეხვედრა კარსაა მომდგარი."

"მოსკოველებთან თამაშამდე დიდი დროა და ამ დროის მანძილე კარგად მოვემზადებით. სავარაუდოდ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არავის არ დავიმატებთ, აგრეთვე ძალიან ვწუხვარ დავიდ ვილიას გამო, რომელსაც მთელი სეზონის გამოტოვება ემუქრება. ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ფეხბურთში გამარჯვება ძვირად ფასობს".

"გასაგებია, რომ პრესაში უამრავი ჭორი იწერება იმასთან დაკავშირებით, რომ ზამთარში ვინმეს დავიმატებთ, ეს სამეფო კლუბია და ნებისმიერი მოთამაშე შეიძლება ასოცირდეს "ბლანკოსთან", მაგრამ არამგონია ვინმე შევიძინოთ, სეზონს ამ შემადგენლობით დავასრულებთ."

"ჩემი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ბევრ ტრავმას შევსწრებივარ და მინახავს, თითოეული ფეხბურთელისთვის მძიმე დაზიანება შოკისმომგვრელია. დავიდ ვილას შემთხვევაც ანალოგიურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მხოლოდ მწუხარების გამოხატვა შემიძლია მისი ტრავმის გამო, რადგან ესპანელი რამდენიმე თვეს გამოტოვებს."

Realamdrid.com dle 10.1

  • tata
  • 16 დეკემბერი 2011
  • 2808
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)