როდესაც ვეღარ ვგრძნობთ ტკივილს

ისევე როგორც 2:6 მატჩის დროს, ყველაფერი მსაჯის ბრალია! მას უნდა დაემთავრებია მატჩი პირველივე გოლზე და არ უნდა გაეგრძელებინა 89 წუთი. სამეფო კლუბს ეშმაკობის უნარი არ აღმოაჩნდა, რაც საგანგაშო სიგნალია გუნდისათვის. როდესაც ბარსელონასთან პირველივე წუთზე გოლს იტან, თამაში ისე უნდა წაიყვანო, რომ ფეხბურთელებმა ერთმანეთს ძალიან მალე გაუცვალონ მაისურები. კლუბის პერსონალს კი ვთხოვ, შემდეგში გუნდის ჰიმის ნაცვლად სტადიონი ჩააბნელონ.


რეალის შესახებ ორი ამბავი გვაქვს. ერთი კარგი, მეორე ცუდი. კარგი ამბავია ის, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდისათვის ყველაზე სახიფათო მეტოქე სამეფო კლუბია. ცუდი კი ის არის, რომ მათი დამარცხება შეუძლებელია, კატალონიელებისათვის ბერნაბეუზე გამარჯვების მოპოვება ჩვეულებრივი ამბავი გახდა. შესაძლოა სწორედ ამაში მდგომარეობდეს მთელი მადრიდიზმისათვის შურისძიების ერთადერთი საშუალება. ბარსელონა უკვე ისე უგებს მადრიდის რეალს, რომ დადგება დრო, როდესაც ისინი ამით სიამოვნებას ვერ მიიღებენ. სწორედ ამ სტრატეგიით მადრიდის ატლეტიკომ მოახერხა დერბის მნიშვნელობის გაუქმება და რაც არ უნდა კარგი იყოს თეთრებისათვის თანაქალაქელებთან ყველა მატჩის მოგება, მას ის ხიბლი დაეკარგა, რაც ადრე ჰქონდა.

ფაქტია, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელები გვარდიოლას ბარსელონასთან დაპირისპირებისას, სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრავმას განიცდიან. ეს არის შხამი, რომელიც კატალონიელებმა შეიყვანეს და არ არსებობს შხამსაწინააღმდეგო ნივთიერება.

ამის საუკეთესო მაგალითი იყო რონალდუს პირადი კატასტროფა, რომელიც შემდეგ აღნიშნავს თავის პოკერს ან ჯოკერს ვინმე "მოსკარდოსთან" ან უცნობ გუნდთან, თან გვაჩვენებს ტექნიკის ბრწყინვალე დემოსტრირებას. თავად მადრიდის რეალი კი ყოველთვის უარს ამბობს ასეთ სტილზე, როდესაც მას უპირისპირდება გუნდი ისეთი შეფერილობით როგორიც აქვს ბარსელონას (გავიხსენოთ ლევანტე). მას შემდეგ, რაც ბარსელონამ დაიწყო თავისი ჩვეული თამაში მოკლე პასებით, თეთრებმა პრესინგს დაანებეს და შესაბამისად გოლებიც მიიღეს საკუთარ კარში.

სწორედ ამ დროს, როდესაც ბარსელონამ მეტოქეს ბურთი წაართვა, თეთრებმა აღიარეს თავიანთი არასრულყოფილების კომპლექსი, რომელმაც თავი ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იჩინა. მაშინ მადრიდული კლუბი ეკიდებოდა ალიბის "მსაჯს ასე რომ არ ექნა," ამ შეხვედრაში კი მსაჯმა ამის საშუალებაც არ მისცა. არადა თეთრებს დიდიი მომავალი აქვს, ამ მატჩამდე იყო მსგავსება ამ ორ გუნდს შორის და ზოგ ეპიზოდში მეფეები ჯობდნენ კიდეც კატალონიელებს, ისინი კარგად უნდა მოეჭიდონ ამ ყველაფერს და არ დაკარგონ რწმენა ამ მატჩის შემდეგ, მაგრამ რეალს სჭირდება ერთი ისეთი გამარჯვება, რომელიც ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური კრიზისიდან გამოიყვანს.

მართალია მადრიდული გრანდი კლასიკოს ნერვოზით უდგება, თუმცა მთავარია ახლა გააგრძელოს მუშაობა და კვლავ დამაჯერებლობით მოიგოს მატჩები, რათა ამ პრობლემას ნელ-ნელა ბზარი გაუჩნდეს. გასულ შაბათს გოლები ცვიოდა, თუმცა ისინი მადრიდისტებს ტკივილს არ აყენებდნენ. მათ იციან, რომ სანამ გვარდიოლას ეპოქაა ბარსელონაში ამ ჯაჭვის გაწყვეტა წარმოუდგენელია, თუმცა ეს დინასტია არ არის და შემდეგ ეპოქაზე არ გავრცელდება. ახლა ჩვენ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც ჩარლტონ ჰესტონი "მაიმუნების პლანეტიდან", რომელიც ტიროდა არა თავისუფლების ქანდაკების ნარჩენებზე, არამედ გერბის.

სტატიის ავტორი: დავიდ გისტაუ
გამომცემლობა: EL Mundo dle 10.1

  • SunSay
  • 16 დეკემბერი 2011
  • 4027
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)