წარმატებული დებიუტი

როგორც იცით, "პონფერადინასთან" მატჩში ჟოზე მოურინიომ ხესე როდრიგესს მისცა მოედანზე გასვლის შანსი...


ხესე როდრიგესი მეთორმეტე კანტერანოა, რომელსაც ჟოზე მოურინიომ მისცა მოედანზე გასვლის შანსი. ახალგაზრდა ფეხბურთელი "პონფერადინასთან" მატჩში მეორე ტაიმში შემოვიდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თავად იგი აღფრთოვანებული გახლდათ დებიუტით:

"გახარებული ვარ იმით, რომ მწვრთნელმა დებიუტის შანსი მომცა. ეს ჩემთვის დამატებითი სტიმულია. ვეცდები, გავაგრძელო თავდაუზოგავი მუშაობა, რათა კიდევ არა ერთხელ მოვირგო "ბლანკოსის" მაისური. მოედანზე გასვლის წინ მოურინიომ მითხრა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და მებრძოლა ისე, როგორც ამას "კასტილიაში" ვაკეთებ. 18 წლის ასაკში დებიუტი მართლაც, რომ საოცარია. 13 წლის ვიყავი "რეალში" რომ მოვედი და მას შემდეგ ამ დღეზე ვოცნებობდი. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, როგორც დედაჩემთან, მამაჩემთან და ჩემს ძმასთან. ვამაყობ, რომ მე "რეალის" მაისური მოვირგე. "

როგორც ზემოთ ვახსენე, ხესე მეთორმეტე კანტერანო გახლდათ, რომელმაც მოურინიოს "ერაში" მოირგო თეთრი მაისური. პირველი ხუან კარლოსი გახლდათ, რომელმაც წინა სეზონის "ლა ლიგის" მეექვსე ტურში ითამაშა "დეპორტივოს" წინააღმდეგ(6–1). ამის შემდგომ ახალგაზრდა მცველის, მატეოსის დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგაზე "ამსტერდამ არენაზე" "აიაქსის" წინააღმდეგ.(0–4)

2010 წლის 8 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში, "ოსერის" წინააღმდეგ კიდევ ორი კანტერანოს დებიუტი შედგა, საუბარია ანტონიო ადანსა და პაბლო სარაბიაზე. ოთხ დღეში კი, ალვარო მორატამ "სარაგოსას" წინააღმდეგ ითამაშა.

რაც შეეხება ფერნანდესებს, ალექსმა "რასინგთან"(3–1) ითამაშა პირველად, ხოლო ნაჩომ "ვალენსიასთან"(6–3). ახლაგაზრდა მეკარე, ტომას მეხიასი კი, პირველად "ხეტაფესთან" გამოჩნდა მიმდინარე წლის 10 მაისს.(4–0).

კიდევ ერთი მეკარე, რომლის დებიუტიც შედგა "რეალში", ხესუსი გახლავთ, "ალმერიასთან" მატჩში(8–1), იგი მეორე ტაიმის მიწურულს შემოვიდა მოედანზე დუდეკის ნაცვლად. ამ შეხვედრაში ხოსელუს დებიუტიც შედგა. 84–ე წუთზე მან ბენზემა შეცვალა, ხოლო შემოსვლიდან ორ წუთში თავისი პირველი გოლიც გაიტანა.

მიმდინარე სეზონში, კი ჯერ მხოლოდ ორი ფეხბურთელის დებიუტი შედგა. "ამსეტრდამ არენაზე" მენდეშმა ითამაშა "აიაქსის" წინააღმდეგ, ხოლო როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხესემ "პონფერადინასთან". აქვე იმასაც გეტყვით, რომ თორმეტივე კანტერანოს დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა კლუბისთვის. "მერენგებმა" ყველა შეხვედრაში გამარჯვება იზეიმეს. dle 10.1

  • wishmaster
  • 15 დეკემბერი 2011
  • 2286
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)