პერესი ახალ ტრანსფერებს ამზადებს

პერესი ახალ ტრანსფერებს ამზადებს


ესპანელ ჟურნალისტებს კაკას პრეზენტაცია არ ჰქონდათ კარგად “მონელებული”, რომ ფლორენტინო პერესმა მათ ახალი თავსატეხი გაუჩინა. გვიან, პრესკონფერენციაზე “რეალის” პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ დღეებში “სამეფო კლუბი” კიდევ ერთ ახალ მოთამაშეს შეიძენს.


პერესი ახალ ტრანსფერებს ამზადებს


ესპანელ ჟურნალისტებს კაკას პრეზენტაცია არ ჰქონდათ კარგად “მონელებული”, რომ ფლორენტინო პერესმა მათ ახალი თავსატეხი გაუჩინა. გვიან, პრესკონფერენციაზე “რეალის” პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ დღეებში “სამეფო კლუბი” კიდევ ერთ ახალ მოთამაშეს შეიძენს.

- თქვენს პირველივე პრეზენტაციას სრული ანშლაგი მოჰყვა…

- ხალხის ასეთ რაოდენობას ველოდი. ჩვენ ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე შევიძინეთ.

- პრეზიდენტობის შემდეგ, თქვენი ცხოვრება, ალბათ, არსებითად შეიცვალა.

- არ გეთანხმებით. ჩემი ცხოვრება საერთოდ არ შეცვლილა. აი, მაგალითად, დღეს პრეზენტაციამდე ბარსელონაშიც კი გახლდით, საქმიან ვიზიტზე.

- კატალონიაში როგორ დაგხვდნენ?

- ნორმალურად. ბარსელონაში ხომ უამრავი მეგობარი მყავს.

- ლაპორტაც მათ შორის?

- დიახ. ჟოანი ჩემი კარგი მეგობარია.

- არადა, ლაპორტამ სატრანსფერო პოლიტიკა დაგიწუნათ.

- სინამდვილეში ეგ კრიტიკა მოტივაციას კიდევ უფრო მმატებს და ტიტულების მოგებაც უფრო მინდება.

- თქვენი სატრანსფერო პოლიტიკა უკვე ერთგვარ ქედმაღლობად იქცა.

- სრული აბსურდია. “რეალი” ზევიდან არავის უყურებს. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ჩვენ მე-20 საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო გუნდზე ვსაუბრობთ, რომელშიც გენიალური ფეხბურთელები რომ თამაშობდნენ, მოულოდნელობა და, მით უმეტეს, ქედმაღლობა სრულიად არ იქნება.

- ექსპერტთა ვარაუდით, სატრანსფერო ბაზარზე 100 მილიონი ევროს დახარჯვა სისულელეა.

- ეს ხარჯი კი არა, კაპიტალდაბანდებაა. “რეალის” ეს ნაბიჯი როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური და სპორტული გზით, მომგებიანი იქნება.

- მაშინ მარტივად აგვიხსენით, თუ როგორ აპირებთ კაკასა და რონალდოს ტრანსფერებში დახარჯული კოლოსალური თანხის “ამოღებას”?

- ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება მიმაგრებს, ამიტომ ასეთ სიტუაციებში არ ვცდები. თუ მაგალითი გაინტერესებთ, კი ბატონო. ზიდანისა და ბექჰემის შეძენის შემდეგ, ჩვენი შემოსავალი ორმაგად გაიზარდა. ეს იგივეა, სიტყვაზე, 400 ევრო რომ დახარჯო და სადღაც 2-3 თვის შემდეგ, იმავე საქმიდან 4000 ევრო მიიღო. როცა გუნდში ასეთი ფეხბურთელები გყავს, მოგებას ყოველთვის უნდა ელოდო.

- დავიჯერო, თქვენს საქმიანობაში ფინანსურ მაქინაციებს ადგილი არ აქვს?

- თქვენ წარმოიდგინეთ, არა. 2000 წელს, როცა “რეალის” პრეზიდენტი პირველად გავხდი, კლუბს უამრავი ვალი ჰქონდა, თანაც, მაშინ სესხებს არ გვაძლევდნენ, ამიტომ შევიმუშავე ისეთი სისტემა, რომელმაც 3 წელიწადში მსოფლიოს უმდიდრეს კლუბად გვაქცია. ახლა კი საკუთარი ბალანსების ფორმულირებას ჩვენ თვითონ ვახდენთ.

- 2006 წელს ანუ თქვენი გადადგომისას, ამ მხრივ როგორი ვითარება იყო?

- ძალიან კარგი. ახლა კი, როცა გუნდში მოვედი, გარკვეული ვალები დამხვდა. ეს იმის ბრალია, რომ რამონ კალდერონის მმართველობის პერიოდში, სერიოზულ ფინანსურ მაქინაციებს ჰქონდა ადგილი.

- კარგით. სჯობს, სხვა საკითხზე გადავიდეთ. “კანტერასთან” დაკავშირებით რა იგეგმება?

- ვარსკვლავების ყიდვა იმას სულაც არ ნიშნავს, რომ “კანტერას” გვერდზე გადავდებთ. “რეალში” უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი აღზრდილა. ალბათ, გახსოვთ ჩემი წინა მმართველობის პერიოდში, “კანტერას” ვარსკვლავების ტრანსფერებს მშვენივრად ვუთავსებდი. ასე იქნება ახლაც.

- რაულს ბევრი აღარ ენდობა…

- რაული ესპანეთის ბოლო 20 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. ასე რომ, ის დაფასებასა და პატივისცემას აშკარად იმსახურებს.

- კაკა და კრისტიანო რონალდო უკვე გადაიბირეთ. ესპანელი ფეხბურთელების შეძენას არ აპირებთ?

- ხომ არ დაგავიწყდათ, რომ რაულ ალბიოლი გადავიბირეთ. ესპანელი მოთამაშეების ტრანსფერები კიდევ იქნება, თუმცა არ დავკონკრეტდები.

- ამდენ ფულს რომ ხარჯავთ ტრანსფერებში, მესი რატომ არ გადმოიბირეთ?

- მისი შეძენა არც გვიცდია. და საერთოდაც, დიდი ფული სულაც არ დაგვიხარჯავს. ეგ კი არა, ამ დღეებში კიდევ ახალი შენაძენის შესახებ უნდა გაუწყოთ.

- თქვენ რა, კიდევ ვინმე შეიძინეთ?

- შეიძლება ეგრეც ითქვას. ოფიციალურ განცხადებას ამ დღეებში გავაკეთებთ.

- საუბარი ვილიაზე ან ფორლანზე ხომ არ არის?

- არა, რადგან ამ ფეხბურთელების გადაბირება ვერ მოვახერხეთ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მათი ტრანსფერები გამორიცხულია.

- ვილიას გადაბირებას “ბარსელონაც” აპირებს.

- ნამდვილად არ მაინტერესებს კატალონიელთა სატრანსფერო გეგმები.

- დე ლა რედის მომავალზე რას იტყვით?

- საბოლოო დასკვნა ჯერ გამოტანილი არ არის, რადგან კიდევ რამდენიმე სამედიცინო შემოწმებაა ჩასატარებელი. რუბენს მინდა ვუთხრა, რომ როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, “რეალი” მას ყოველთვის დაეხმარება, რადგან “სამეფო კლუბი” მისი სახლია.

ინფორმაციის წყარო: As.Com dle 10.1

  • niko
  • 2 ივლისი 2009
  • 6501
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)