მოურინიო: "პონფერადინა" ხელწამოსაკრავი არ არის"

სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, სათასო შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.


"რასაკვირველია, ჩვენი სურვილი იყო "ბარსელონას" ძლევა და 6 ქულიანი სხვაობის დაფიქსირება, მაგრამ მარცხი ვიწვნიეთ.აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, გუნდში სიმშვიდეა და ფსიქოლოგიური წნეხი არ სუფევს.რა თქმა უნდა, მსგავს სიტუაციას, რომელშციც ჩვენ ვიმყოფებით, არავის გავუცვლიდი."რეალი" სმოფლიოს საუკეთესო კლუბია.პრიმერა დივიზიონში "ბარსას" და "ბლანკოსს" 37-37 ქულა აქვთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ რეზერვში ერთი მატჩი გვაქვს.შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა 3 ქულიანი ჰანდიკაპი აღდგეს."

"კოპა დელ რეის" გათამაშებაში 32 გუნდია ჩაბმული.ნიშანდობლივია, რომ გამარჯვების შანსი ნებისმიერ გუნდს აქვს.სწორეთ ამით გამოირჩევიან სათასო ტურნირები დანარჩენებისაგან.ვფიქრობ, რომ ჩვენი მეტოქე ხელწამოსაკრავი არ არის."რეალის" ისტორიაში ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც დაბალ დივიზიონში მოასპარეზე გუნდს გაუმწარებია მადრიდელების ცხოვრება.მაშასადამე, "პონფერადინასთან" საკმაოდ რთული შეხვედრა იქნება."

"კოენტრაუმ "აიაქსთან" და "ბარსასთან" შეუსვენებლად ითამაშა, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ მისი დასვენება.ანალოგიური შეიძლება ითქვას ალონსოსა და ბენზემაზე.რაც შეეხება დი მარიას, ანხელს დისკვალიფიკაცია აქვს.ერთი სიტყვით, ბევრი ფეხბურთელი დაისვენებს რთული კვირის შემდეგ.განაცხადში შეყვანილი მოთამაშენი კი, სრულ მზადყოფნაში არიან."

"არბელოას დაზიანება სრულად არ მოუშუშებია.ვიმედოვნებ, რომ ალვარო შობამდე შეძლებს მოედანზე გამოსვლას.მას კოსტა რიკასთან თამაშის შემდეგ შეექმნა პრობლემები ჯანმრთელობასთან."

"ვარანე, ალტინტოპი და შაჰინი ძირითადში გამოვლენ.ჩემი აზრით, 18 წლის ფრანგი მცველი სამეფო კლუბის მომავალია.ის უახლოესი 10 წლის განმავლობაში "ბლანკოსის" შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.რაც შეეხება თურქ ნახევარმცველებს, მათთვის სათამაშო წუთები აუცილებელია, რამეთუ ტრავმები ახლახანს მოიშუშეს."

"ჩემთვის დამატებითი მოტივაციის მომტანია ის ფაქტი, რომ მიგელ მუნიოსის შედეგს გავუტოლდი, ზედიზედ 15 მოგებული მატჩით.ჩვენ ლიდერები ვართ ჩემპიონთა ლიგაზე და პოტენციურად ეს სტატუსი გვაქვს პრიმერაშიც.მე ვმუშაობ კლუბში, რომელსაც დიდი და წარმატებული ისტორია აქვს.ვგონებ, წარსულზე ფიქრი უნდა შევწყვიტოთ და წინ გავიხედოთ.მთელი ძალებით შევეცდებით, კვირას პირველობის დაბრუნებას.ზემოთ აღვნიშნე და გავიმეორებ, რომ აღნიშნულ პოზიციას არავის გავუცვლი."

"შეგირდებს მხოლოდ ვარჯიშამდე ვესაუბრე, 5 წუთით.როგორც გამოცდილ, ასევე მომავალ დებიუტანტებს ავუხსენი თუ როგორი რთული იქნება "პონფერადინასთან" დაპირისპირება."

"სევილიასთან" თამაში, უდავოდ რთული იქნება.აღსანიშნავია, რომ ნოემბერსა და დეკემბერში, არასახარბიელო კალენდარი გვერგო.ანდალუსიელებთან დამატებითი მოტივაციით გამოვალთ მოედანზე, რამეთუ 1 ქულის მოპოვების შემთხვავშიც დავიბრუნებთ ლიდერობას."












dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)