ჟოზე : "ჩვენ 18 მატჩიდან მხოლოდ ერთი წავაგეთ"

ამსტერდამის აიაქსთან გამარჯვების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მოხარულია ასეთი კარგი შედეგით. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში 100%-იანი შედეგი აჩვენა, ლა ლიგაში პირველ ადგილს დამაჯერებლად არის დაპატრონებული და მეორე ადგილოსანთან მნიშვნელოვანი ჰანდიკაპი აქვს. საერთო ჯამში "რეალმა" 18-იდან მხოლოდ ერთ შეხვედრაში იწვნია მარცხი...


"ძალიან ბედნიერი ვარ დღეს ნაჩვენები შედეგით, რადგან ბიჭებმა მოინდომეს და გაიმარჯვეს, ასეთი რეზულტატი გუნდს არასდროს უჩვენებია, შესაძლო 18-იდან 18 ქულა ავიღეთ, რაც ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, თითოეულ შეგირდს დიდ მადლობას ვუხდი მონდომებისთვის."

"პირველ ნახევარში გაცილებით უფრო მეტი მომენტი შევქმენით ვიდრე მეორეში, მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს, მოტივაცია თითქმის დაკარგული გვგქონდა, მაგრამ "ბლანკოსი" მუდმივად უნდა იმარჯვებდეს. დაცვაში პატარა ხარვეზები აღმოვაჩინე, თუმცა ეს არ არის საგანგაშო ფაქტი, მთავარია ჯგუფური ეტაპი წარმატებით დავასრულეთ და 1/8 ფინალში ვართ, ცოტა ხანი ჩემპიონთა ლიგაზე აღარ ვიფიქრებთ, რადგან წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გვაქვს გასამართი."

"არცერთ შეხვედრაში თავს არ დავზოგავთ, როდესაც მოედანზე მოსაგებად არ გადიხარ უკვე დაღუპული ხარ, ალკორკონის მაგალითი ავიღოთ, რომელმაც სამეფო კლუბს ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და მაგალითი მისცა იმისი, რომ მეტოქე ყოველთვის უნდა დააფასო. სათასო შეხვედრაც ახლოვდება, ჩვენს მომავალ მეტოქეს დიდი სერიოზულობით ვეკიდებით."

"მსურდა, რომ მოედანზე ხესე გამომეყვანა, მაგრამ საბოლოოდ მენდეშს მივეცი შანსი, ასევე ალტინტოპის თამაშის ხილვა მსურდა, თურქმა ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა."

"მენდეშის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, იგი შესანიშნავად ირჯება, ხესეს ცოტა ხნით დაცდა მოუწევს, რადგან მეტი გამოცდილება უნდა მიიღოს. სათაშო შეხვედრაში შესაძლოა მასაც ვენდო, ჩემპიონთა ლიგა კი სულ სხვა განზომილებაა."

"ოზილი და დი მარია დაღლილები არიან და მათთვის დასვენება აუცილებელი იყო, ამ შეხვედრაში მათ გარეშეც მოვახერხეთ ფონს გასვლა, არგენტინელი და გერმანელი გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებენ. რაც შეეხება ჩაბი ალონსოს გამოსვლას, იგი იმ მომენტში გუნდს სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ ესპანელის თამაშში ჩართვა, ჩაბი ბევრს ნიშნავს, მასთან ერთად კოლექტივი უფრო თავდაჯერებულია."

"თუ სწორად მახსოვს შარშანდელი კლასიკოს წინ სწორედ აიქსს დავუპირისპირდით და მაშინაც დამაჯერებლად გავიმარჯეტ, თუმცა ბარსელონასთან კრახი განვიცადეთ. ვფიქრობ, შარშანდელთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერი გუნდი მყავს და კატალონიელთა დამარცხებას შევძლებთ."
" dle 10.1

  • Hala
  • 8 დეკემბერი 2011
  • 2445

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)