"აიაქსი" – "რეალი" (პრევიუ)

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" დღეს ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდება. "სამეფო" კლუბისთვის ამ მატჩს არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რაც არ ითქმის "აიაქსზე".


მადრიდის "რეალის" ყველა ფეხბურთელი "ელ კლასიკოზეა" ორიენტირებული, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს. დღევანდელი მატჩი ესპანელებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა "აიაქსის" ბედი სწორედ ამ ტურში წყდება. იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდიელებმა დღეს 1 ქულა მაინც მოიპოვეს, მაშინ სწორედ ისინი ითამაშებენ ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე. "აიაქსს" ამ დროისთვის 8 ქულა აქვს, ხოლო "მერენგები" 15 ქულით ლიდერობენ D ჯგუფს. ზემოდ ხსენებულებს უკან "ლიონი" მისდევს, რომელსაც 5 ქულა დაუგროვდა. "ლიონი" საკმაოდ რთულ ვითარებაში იმყოფება. მათ აუცილებლად უნდა დაამარცხონ ზაგრების "დინამოს" მოთამაშეები, ხოლო თავის მხრივ "აიაქსმაც" უნდა წააგოს მატჩი "რეალთან".

D ჯგუფის მდგომარეობა:


"აიაქსი" – "რეალი" (პრევიუ)


ნიშანდობლივია, რომ "ლოს ბლანკოსი" ფაქტიურად მეორე შემადგენლობით ითამაშებს. როგორ უკვე ავღნიშნე, მადრიდელებისთვის ამ მატჩს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომაც მასპინძლებს ძალიან კარგი შანსი ეძლევათ. ჟოზე მოურინიომ განაცხადში არ შეიყვანა რიკარდო კარვალიო (ტრავმის გამო), კრიშტიანუ რონალდუ, იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, მარსელო, პეპე, ლასანა დიარა და სამი ხედირა, ამით კი ყველაფერია ნათქვამი.

"რეალისა" და "აიაქსის" დაპირისპირებები:


"აიაქსი" – "რეალი" (პრევიუ)


აღსანიშნავია, რომ "რეალი" და "აიაქსი" ერთმანეთს 9–ჯერ დაუპირისპირდნენ, სადაც 4 "თეთრებმა" მოიგეს, 4 წააგეს და 1 ფრედ ითამაშეს. შესაბამისად, დღეს ამ გუნდებს შორის მე–10 ოფიციალური მატჩი შედგება.

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 7 დეკემბერი 2011
  • 1727

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)