ადანი: "მზადყოფნაში ვარ"

ჩემპიონთა ლიგის ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ჟოზე მოურინიოსთან ერთად ანტონიო ადანიც გამოცხადდა.


"სიმართლე გითხრათ, დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი ამ მატჩისთვის.გარწმუნებთ, რომ იკერის არყოფნაში, სანერვიულო არაფერია.მწვრთნელი სრულ ნდობას მიცხადებს, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის."

"ამსტერდამ არენაზე ჩასატარებლი დაპირისპირება, ნიშანდობლივია ჩემი განვითარებისათვის.როდესაც ბავშვი ვიყავი, ვოცნებობდი ლიგაზე და აი, დღეს უკვე შანსი მაქვს დავამტკიცო საკუთარი პოტენციალი.რა თქმა უნდა, მიღებული გამოცდილება, დიდად წამადგება."

"მეც და მთელი გუნდიც, მხოლოდდამხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ."

"ზაგრების წინააღმდეგ ჩემი დებიუტი შედგა, მაგრამ ის სულ სხვა თამაში იყო.რასაკვირველია, 2 გოლის გაშვება მეწყინა და ვიმედოვნებ, რომ "აიაქსი" ვერ შეძლებს ჩემი კარის აღებას."

"ყოველთვის მომწონდა გერმანელი და ჰოლანდიელი მეკარეების თამაში, მაგალითად კანი და ვანდერ საარი, თუმცა ყველაზე კარგი მაგალითი სახლში მყავს კასილიასის სახით.ყოველდღიურად მიწევს მასთან ურთეირთობა და უნდა ითქვას, რომ ბევრს ვსწავლობ მისგან.კასო საუკეთესოა." dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)