არასამართლიანი მსაჯები

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის არბიტრებს ობიექტურობის ოდნავი განცდაც რომ ჰქონდეთ, 10 დეკემბრის "კლასიკოს," პიკე და ალვეში გამოტოვებდნენ.


რა თქმა უნდა, როგორც "რეალის" ქომაგს, მსურს, რომ ოპტიმალური შემადგენლობით დაკომპლექტებულმა "ბლანკოსმა," ასევე ოპტიმალური შემადგენლობით დაკომპლექტებული "ბლაუგრანა" დაამარცხოს (თამაშის შემდეგ რომ არ დაიწყოს სხვადასხვა სახის საუბრები - ავტ.), თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პრიმერა დივიზიონში, არბიტრები ტურიდან ტურამდე კარგავენ სინდისსა და ნამუსს.

ალბათ, ყველამ ნახა "ბარსასა" და "რაიოს" შორის გამართული დაპირისპირების ბოლო წუთები, სადაც პიკემ ძალზედ უნიჭოდ მიიღო ყვითელი ბარათი პერესს ლასასგან.აღნიშნულ ეპიზოდში, ეს უკანასკნელი ისე მაცდურად იცინოდა, მეგონა, ეს-ესაა ჩაუსტვენს და ფედერაციაში გაიქცევა ხერარდის მიერ გამოსტყუებული გაფრთხილების გამო თქო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ - მოხდა ის, რომ ღრმადპატივცემულმა ლასამ, თავის ოფიციალურ წიგნაკში, კატალონიელი დაცვის ბურჯის ქმედება, ჩვეულებრივ სათამაშო მომენტად შერაცხა.არადა, შარშანდელ ჩემპიონთა ლიგაზე, "აიაქსთან" მომხდარი მსგავსი ფაქტების გამო, ალონსოს, რამოსსა და მოურინიო ლამის პატიმრობა შეუფარდეს.საფეხბურთო სამყარო და მათ შორის "კულეებიც" მოურინიოს მაშინდელ მაქინაციებზე საუბარს საჯაროდ არ ერიდებოდნენ, მაგრამ პიკეს ეპიზოდის შემდეგ, ყველამ დახუჭა თვალები.სამწუხაროდ, სამართლიანობა დაკარგულია, თორემ შაკირას გატაცებას, მინიმუმ 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია "გაშანშალებული" ჰქონდა.

მეორე არასამართლიანი ეპიზოდი, "ბარსასა" და "ლევანტეს" დაპირისპირებაში დაფიქსირდა, სადაც დანი ალვეშმა ისე გემრიელად უთავაზა ხელი დელ ორნოს, ვითომც არაფერი.ყველაფერ ამას მხოლოდ ის რეაქცია მოჰყვა, რომ ბრაზილიელი განაპირა მცველი, ნამდვილად ითამაშებს "ბერნაბეუზე."

და ბოლოს, ეს სტატია არავის გასაღიზიანებლად არ დაწერილა, უბრალოდ როგორც ზემოდ აღვნიშნე, სამართალმა მოითხოვა.იმედია, დადგება დრო, როდესაც ეს ფსევდო მსაჯები, ყვითელი მაისურის ქვემოდან, "ლურჯ-წითელ" მაისურს აღარ ჩაიცვამენ.

პ.ს. იქნებ ვინმემ გამაგებინოს, პიკეს არშემდგარი მსახიობობის შემდეგ, რატომ იღიმოდა პერეს ლასა? ბუნებრივია, ყურსასმენში ანეგდოტს არავინ მოუყვებოდა მსაჯს.ასე, რომ ყველაფერი ნათელია... dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)