კასილასის ინტერვიუ

ბერნაბეუზე კასილასის წიგნის პრეზენტაცია შედგა, სადაც მადრიდელთა კარის დარაჯმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


- პრეზენტაცის დროს ძალიან დაბნეულად გამოიყურებოდით...

- მართალი ხართ. არ მეგონა, რომ ბერნაბეუზე ამდენი ადამიანი მოიყრიდა თავს. დიდ მადლობას გიხდით დაფასებისათვის, ძალიან ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა 30 წლის ვარ, ჩემი დებიუტი სამეფო კლუბის ძირითად გუნდში 1999 წელს შედგა და მას შემდეგ 12 დაუვიწყარი წელი გავატარე მადრიდის რეალში. დღეს კი იმდენი ადამიანი მოვიდა, რომ ყველას მისალმება ვერ მოვახერხე.

- ჩვენ დავინახეთ ცრემლი თქვენს თვალზე, თავს როგორ გრძნობთ?

- ძალიან დაბნეული ვარ. სამწუხაროდ ყველას ნახვა ვერ მვოასწარი, თუმცა შევხვდი ფეხბურთელებს, რომლებთან ერთადაც 18 წლამდე და 16 წლამდე გუნდებში ვთამაშობდი. სასიამოვნოა, როდესაც ამდენი ადამიანი გიჭერს მხარს.

- თქვენ სულ რაღაც 30 წლის ხართ და უკვე დაწერეს თქვენი ბიოგრაფია, როგორი გრძნობაა ეს?

- სიმართლე გითხრათ ჯერ არ ვიცი შეიძლება ეს კარგია ან ცუდი, თუმცა ყოველ შემთხვევაში მადლობას ვუხდი ენრიკე ორტეგას. მე მას მხოლოდ ანეკდოტებით ვეხმარებოდი, შესაძლოა ზოგი მათგანი გადაჭარბებულია, თუმცა ეს ყველაფერი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.

- რას ფიქრობთ "ჩემპიონის თავმდაბლობაზე"?

- ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ფაქტი ის არის, რომ ამდენმა ადამიანმა მოიყარა თავი და ყოველი მათგანი ბედნიერია.

- რას გრძნობთ, როდესაც გადაშლით წიგნს, ხედავთ თვენი ბავშვობის სურათს და ათვითცნობიერებთ დღევანდელ მდგომარეობას?

- მე ვგრძნობ ბედნიერებას. ეს ყველაფერი დედაჩემის დამსახურებაა. ალბათ ის ვერც წარმოიდგენდა, რომ მსუქანი დიდთავა ბიჭი ოდესმე ამხელა წარმატებას მიაღწევდა. ვფიქრობ ბედნიერი ბავშვობა მქონდა, პრობლემებით, რომლებიც ყოველ ჩვენგანს აწუხებდა. ახლა კი ყველა მიცნობს, მათ იციან ბევრი რამ ჩემი კარიერის შესახებ და ცოტა პირადი ცხოვრების. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ

- რას ფიქრობთ გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე?

- ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ძალიან დიდი მიზნებისათვის ვიბრძვით და მათ მისაღწევად მოკლევადიან პერსპექტივებზე უნდა გავთვალოთ, რაც გულისხმობს ყოველი მატჩისათვის კონცენტრაციას. dle 10.1

  • SunSay
  • 1 დეკემბერი 2011
  • 2224
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)