შაჰინის კვირა

მოგეხსენებათ, 5 ყვითელი ბარათის გამო, ხიხონში თანაგუნდელებთან ერთად არ გაემგზავრება ჩაბი ალონსო.


შესაბამისად, "სპორტინგის" წინააღმდეგ, მოურინიოს ბასკის "დუბლიორის" პოვნა მოუწევს, ანუ მარტივად, რომ ვთქვათ, მადრიდელებს სხვამ უნდა "უდირიჟოროს."ალბათ, როდესაც "14" შემცვლელზე ვსაუბრობთ, უწინარეს ყოვლისა, გვაგონდება ნური შაჰინი, რომელმაც ტრავმის მოშუშების შემდეგ, ზაგრებთან 90 წუთი დაჰყო მოედანზე.მართალია, თურქმა რაიმე განსაკუთრებულით ვერ დაგვამახსოვრა თავი (თვითონაც აღნიშნა ეს მატჩის შემდეგ - ავტ.), თუმცა ამ ეტაპზე უფრო მთავარია სათამაშო ფორმის აღდგენა.

"ელ მონინონზე" გამოსვლის შემთხვევაში, ნურის მხრებზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა იქნება.რა თქმა უნდა, "სპორტინგი" არ არის "დინამო."ხიხონში გაცილებით დიდი ბრძოლა გაჩაღდება.ამასთანავე, დაძაბულობაც იმეფებს მოედანზე.შესაბამისად, მზად არის თუ არა, ამ ყველაფრისათვის შაჰინი, მხოლოდ მოურინიომ იცის.

აღსანიშნავია, რომ მოედნის ცენტრში შესაძლებელია ლასი-ხედირას ტანდემიც ვიხილოთ, მაგრამ ასეთი წყობის დროს, ალონსოს მოვალეობის შესრულებას, რასაც თანაგუნდელების პასებით მომარაგება ჰქვია, ვერც ფრანგი და ვერც გერმანელი შეძლებენ.აქედან გამომდინარე, რჩება ყოფილი "ბორუსიელის" ვარიანტი.

ერთი სიტყვით, ყველაფერი მოუს გადასაწყვეტია, თუმცა დღევანდელი ფორმაციის "რეალში," ჩაბის შეცვლა მხოლოდ ნურის შეუძლია.ამიტომაც უწოდა "ასის" ჟურნალისტმა აღნიშნულ სტატის - შაჰინის კვირა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)