რელანო : "სამეფო კლუბმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა"

ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა ალფრედო რელანომ კიდევ ერთი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც სამეფო კლუბსა და კატალონიის ბარსელონაზე ისაუბრა...


"მადრიდის "რეალის" გუშინდელმა წარმატებამ დედაქალაქური გუნდის გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მიჰგვარა, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ რას იზამდა "ხეტაფე". სიმართლე გითხრათ გაკვირვებული დავრჩი, არ მეგონა თუ "ბლაუგრანა" მადრიდიდან თუნდაც ქულის გარეშე წავიდოდა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა, ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, რომელშიც უძლიერესმა გაიმარჯვა. ვფიქრობ, ატლეტიკოს მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ დღევანდელი "რეალის" დამარცხება მათ ძალებს აღემატებოდა."

"გვარდიოლას შეგირდებმა თითქოს ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ საბოლოო რეზულტატი მათთვის დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ იყო. ამ სეზონში ბარსელონელები ინერტილები არიან და ეს მათ თამაშს ძალიან ეტყობა."

"სამეფო კლუბსა და გვარდიოლას კოლექტივს შორის სხვაობა უკვე 6 ქულაა, რაც ესპანეთის ჩემპიონატში ძვირად ფასობს, იშვიათად ხდება, როდესაც პირველადგილოსანი გუნდი ამხელა ჰანდიკაპს უშვებს ხელიდან, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ წინ ორი სუპერ კლასიკო გველის, რომელშიც ბევრი რამ გადაწყდება, თუმცა ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ."

"დეკემბრის კლასიკო ბევრ რამეს გადაწყვეტს, თუკი მადრიდელებმა გამარჯვება მოიპოვეს, მაშინ კატალონიელებს ძალიან გაუჭირდებათ ჩემპიონობაზე ფიქრიც კი, რადგან 9 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა ურთულეს პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, ხოლო თუ "ბერნაბეუზე" ბარსამ იმარჯვა, მაშინ ყველაფერი შესაძლოა მოხდეს, რადგან ქულათა სხვაობა შემცირდება და სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება."

"ვფიქრობ, სამეფო კლუბს დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული, მაგრამ ლიდერობას გამტკიცება სჭირდება, რაც კლასიკოში ბრწყინვალედ იქნება შესაძლებელი"

P.S ესეც ჩემი ათას მერვაასე (1800) სტატია HalaMadrid.Ge-ზე. dle 10.1

  • Hala
  • 27 ნოემბერი 2011
  • 2740
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)