ასენხო:"ლაჰოსმა შეცდომა დაუშვა"

მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარის, სერხიო ასენხოს თქმით, გუშინდელ მატჩში მეტიუ ლაჰოსმა შეცდომა დაუშვა.


როგორც მოგეხსენებათ, გუშინ სერხიო ასენხოს პირველად მიეცა სათამაშო დრო "ატლეტიკოს" რიგებში. გრეგორიო მანზანომ იგი მას შემდეგ გამოიყვანა მინდორზე, რაც მეთიუ ლაჰოსმა მოედნიდან გააძევა კოურტოისი. ასენხომ კი განაცხადა:"საბოლოო შედეგი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. გუშინდელ მატჩში მეთიუ ლაჰოსმა აშკარა შეცდომა დაუშვა, როდესაც მოედნიდან გააძევა კოურტოისი. პენალი და წითელი ბარათი – ამით უკვე გადაწყვეტილია მატჩის ბედი".

"მოხარული ვარ, რომ ჩემი დებიუტი შედგა წლევანდელ სეზონში. ცხადია, ეს არც თუ ისე კარგ ვითარებაში მოხდა. ნებისმიერი გოლკიპერისთვის ძნელია მოიგერიოს თერთმეტ მეტრიანი, განსაკუთრებით კი "სანტიაგო ბერნაბეუზე". მიუხედავად ყველაფრისა, მე ვამაყობ, რომ "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ვარ".

"ეს მატჩი მალევე უნდა მიეცეს წარსულს, ვინაიდან წინ კიდევ უამრავი ჩასატარებელი შეხვედრა გვაქვს. ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არაა, თუმცა ყველაფერი გამოსწორებადია".


Marca.com dle 10.1

  • tata
  • 27 ნოემბერი 2011
  • 2219
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)