რონალდუსა და ბენზემას გასაოცარი შედეგი

მადრიდის "რეალის" ორმა ლიდერმა ქარიმ ბენზემამ და კრიშტიანუ რონალდუმ იმაზე მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე ეს მოახერხა მადრიდის "ატლეტიკომ". აქვე გეტყვით, რომ ეს მაჩვენებელი 2011 წლის მიხედვით არის წარმოდგენილი.


კრიშტიანუ რონალდუ 2011 წელს განსაკუთრებით შედეგიანი იყო. მან ამ დროის მანძილზე 46 გოლი გაიტანა, ხოლო ქარიმ ბენზემამ 29, ჯამში მათი შედეგი 75–ია. მადრიდის "ატლეტიკომ" მხოლოდ 71–ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა და შესაბამისად "როხიბლანკოებს" ზემოდ ხსენებულ დუეტზე ნაკლები გოლი აქვთ გატანილი, რაც სახარბიელო შედეგი ნამდვილად არაა.

როგორც იცით, ზაფხულამდე სერხიო აგუერო "ინდიანსების" რიგებში იყო. არგენტინელმა 2011 წელს 14 გოლი გაიტანა, ეს კი საუკეთესო შედეგია მადრიდელთაგან. მიმდინარე სეზონის მიხედვით, გუნდის ორმა საუკეთესო ფორვარდმა რადამელ ფალკაომ და ადრიან ლოპესმა მხოლოდ 9 გოლის შეგდება მოახერხეს. ჯამში ამ სამი ფეხბურთელის ანგარიშზე, სულ რაღაც 23 გატანილი ბურთია, რაც ქარიმ ბენზემას შედეგს 6 გოლით ჩამორჩება.

გონსალო იგუაინიმა წინა სეზონში 15 გოლი გაიტანა. არგენტინელმა მეტი გოლის გატან ვერ მოახერხა, ვინაიდან მას უმძიმესი ტრავმა აღენიშნებოდა. 2011/2012 სეზონში გონსალომ უკვე შეაგდო 12 ბურთი "რეალის" რიგებში, ანალოგიური შედეგი ფრანგ ბენზემას აქვს, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე 17 გატანილი გოლია.

Marca.com dle 10.1

  • tata
  • 26 ნოემბერი 2011
  • 2463
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (254)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)