"რეალი" – "ატლეტიკო" (პრევიუ)

როგორც იცით, "სამეფო" კლუბი დღეს მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებს. შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე", ადგილობრივი დროით 20:00 წუთზე გაიმართება.


ჟოზე მოურინიოს შეგირდები შეეცდებიან ზედიზედ მე–13 შეხვედრა მოიგონ. ცხადია, "ლოს ბლანკოსი" ამ მატჩში უდაო ფავორიტია. სეზონის პირველ დერბის, "ატლეტიკო" არც თუ ისე დამაჯერებლად ხვდება, რაც არ ითქმის მადრიდის "რეალზე". აღსანიშნავია, რომ "მერენგებმა" ნოემბრის თვეში ყველა გამართული მატჩი მოიგეს და შეეცდებიან თვის ბოლოსაც არ დაარღვიონ ტრადიცია.

გუნდს შეუერთდნენ მარსელო და ანხელ ფაბიან დი მარია, რომლებზედაც უამრავი რამაა დამოკიდებული. "ინდიანსებს" ამ მხივ სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ აქვთ. ზემოდ ხსენებულებს გუნდის ლიდერი რადამელ ფალკაო დააკლდება, რაც უდაოდ დიდი მინუსია, ასევე მანზანოს ვერ დაეხმარებიან სილვიო და ლოპესი.

აღნიშვნას ექვემდებარება ისიც, რომ "სამეფო" კლუბს ბოლო 19 დერბი არ წაოუგია. მათ 12–ჯერ იმარჯვეს და 7–ჯერ ფრედ ითამაშეს. "თეთრები" მე–13 ტურის მიხედვით, ცხრილის პირველ პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო "ატლეტიკო" მე–9 ადგილს ამშვენებს, რომლის ანგარიშზე სულ რაღაც 16 ქულაა.

"რეალი" – "ატლეტიკო" (პრევიუ)


როგორც მოგეხსენებათ, სამშაბათს "რეალმა" ზაგრების "დინამო" დაამარცხა. ამ მატჩს არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა აშკარად გამოჩნდა, რომ ჟოზე მოურინიო ნებისმიერ მატჩს პასუხისმგებლობით ეკიდება. სასიხარულოა, რომ გუნდს დაუბრუნდენ ანხელი და მარსელო, მაგრამ განაცხადს მიღმა დარჩნენ რიკარდო კარვალიო, ალვარო არბელოა და კაკა.

"წითლებმა" ბოლო შეხვედრა "ლევანტესთან" გამართეს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. პორტუგალიელი ჟოზე მიიჩნევს, რომ მის ამჟამინდელ მეტოქეს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. ასევე იგი ფირქობს, რომ "ატლეტიკო" ქმნის უამრავ სახიფათო მომენტს, რის რეალიზებასაც ვერ ახერხებენ.

"რეალი" – "ატლეტიკო" (პრევიუ)


სულ "რეალი" და "ატლეტიკო" ერთმანეთს 74–ჯერ დაუპირისპირდნენ, სადაც 50–ჯერ "მერენგებმა" იმარჯვეს, 12–ჯერ ფრედ ითამაშეს და 12–ჯერ წააგეს.

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 26 ნოემბერი 2011
  • 1643
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)