მანზანო:"შეცდომების დაშვება წარმოუდენელია"

მადრიდის "ატლეტიკოს" მენეჯერმა გრეგორიო მანზანომ განაცხადა, რომ "სამეფო" კლუბთან შეცდომების დაშვება წარმოუდგენელია.


"ცხადია, მინდა გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ყველა აცნობიერებს, რომ ამის გაკეთება უდიდეს ძალასთან ასოცირდება. ამ მატჩს ისე არ მივუდგებით, როგორც ეს კატალონიის "ბარსელონასთან" გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, მეორე ნომრად თამაში მოგვიწევს და შესაბამისად დაცვაში ძალზედ ყურადღებით უნდა ვიყოთ".

"მადიდის "რეალთან" შეცდომების დაშვება წარმოუდგენელია, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ჩვენი შანსი 0–ის ტოლი იქნება. ორი აზრი არ არსებობს, რომ ფავორიტი "ლოს ბლანკოსია", მაგრამ ჩვენზე ეს ნაკლებად ახდენს გავლენას. დერბიში სავალდებულოა კარგად თამაში, რადგანაც ამ დაპირისპირებას ყველა სულ მოუთმენლად მოელის".

"აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოს" 12 წლია "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ მოუგია. წარსული მნიშვნელოვანია, თუმცა დღევანდელ რეალობას ის ვერ შეცვლის. სამწუხაროა, რომ გუნდს ვერ დაეხმარება რადამელ ფალკაო, რომელზედაც უდაოდ ბევრი რამაა დამოკიდებული".

Marca.com dle 10.1

  • tata
  • 25 ნოემბერი 2011
  • 2385
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (292)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)