მოუ: "ხაბი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია"

ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა...


"ხაბი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, ამას ის ყოველ თამაშში ამტკიცებს. ფიზიკურად ძალზედ ძლიერია და შესანიშნავ კონდინციებში იმყოფება. "დინამოსთან" მას მხოლოდ 45 წუთი მოუწია თამაში, ეს იმითაა გამოწვეული, რომ არ მინდოდა ყვითელი ბარათი მიეღო და რომელიმე შეხვედრა გამოეტოვებინა. იგი გუნდს აბალანსებს."

"რაც შეეხება ბენზემასა და იგუაინს, ყველაფერს ისე დავტოვებ, როგორც არის. ისენი მსოფლიოს საუკეთესი თავდასხმელები არიან და ახლა შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. როცა ამგვარი სიტუაციაა შექმნილი, სრულიად შესაძლებელია ორთავე ერთდროულად იყვნენ მოედანზე. მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგშია."

"როგორც მწვრთნელმა, ძალიან კარგად ვიცი, რომ თამაში ყველას სურს. ამაში არავის გავაკრიტიკებ, მაგრამ მე ვწყვეტ ითამაშოს იმან, ვინც საუკეთესოდ გამოიყურება. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად კარგი თამაში შევქმნა. ყველაფრისთვის მზად ვართ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება. ჩვენი მოვალეობაა, კარგად ვითამაშოთ და გულშემატკივარს შოუ შევთავაზოთ."

"ქულათა ამდენი რაოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონატის მოგება განაღდებული გვაქვს, ჯერ ამაზე საუბარიც კი ნაადრევია, ჩემპიონთა ლიგაზე საბრძოლველი გვაქვს პლეიოფებში და არავინ იცის რა მოხდება. ვფიქრობ, რომ ხვალ კარგი შეხვედრა უნდა გამოვიდეს. ვინ არის საუკეთესო თავდამსხმელი? (ჟურნალისტებმა ფალკაოზე დაუსვეს კიხვა) რა თქმა უნდა ბენზემა და იგუაინი. მომავალ სეზონშიც, რომ დამისვათ ეს კითხვა, იგივეს გიპასუხებთ."

"რაც შეეხება კაკას, ტრავმა მალე მოშუშდება, მხოლოდ ნიუანსებია საჭირო სრული გამოჯანმრთელებისათვის. იგი სარეაბილატაციო კურსებს გადის. სავარაუდოდ სამშაბათს გუნდთან ერთადაც ივარჯიშებს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)