Happy Birthday Xabi !!!

დღეს, ხაბი ალონსო 30 წლის გახდა...


ზუსტად 30 წლის წინ, ბასკეთის პატარა ქალაქ ტოლოსოში დაიბადა ხაბიერ ალონსო ოლანო. ხაბის მამაც ფეხბურთელი გახლდათ, პერიკო ალნსო ჯერ "სოსიედადში", ხოლო შემდეგ "ბარსელონაში" გამოდიოდა. მას ესპანეთის ნაკრებშიც აქვს 20 მატჩი ჩატარებული. პატარა ალონსომ ბავშვობა ბარსელონაში გაატარა, სადაც ერთ-ერთ არც თუ ისე ცნობილ საფეხბურთო სკოლაში სწავლობდა. მისი პირველი კლუბი "სოსიედადი" გახლდათ, შემდეგ კი თავადაც კარგად იცით სად და როგორ თამაშoბდა.

მიმდინარე სეზონი ხაბიმ საოცრად დაიწყო. მან პირადი რეკორდიც დაამყარა, აქამდე სეზონის სადებიუტო 3 შეხვედრაში მას არასდროს ჰქონდა 2 გოლი გატანილი. გარდა ამისა, ხაბიმ მიმდინარე სეზონში წუთობრივად "რეალში" ყველაზე დიდი ხანი ითამაშა - 1626 წუთი, 1110 "ლა ლიგაში", 421 ლიგაზე და 95 სუპერთასზე. მან ამ შედეგით თვით იკერსაც აჯობა, კასილასის წუთობრივი მონაგარი 1592 გახლავთ. როგორც იცით, გუშინ, ალონსო ესპანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენადაც დაასახელეს.

სულ, ხაბი ალონსოს მადრიდის "რეალში" 112 ოფიციალური შეხვედრა დაუგროვდა, მის ანგარიშზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ 6 გოლი გახლავთ. მივულოცოთ მას ეს დღე და როგორც ცხოვრებისეული, ისე კარიერული წარმატება ვუსურვოთ!!!

Hala Xabi!!!
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)