ხესუსი: ""ატლეტიკო ბ"-სთან თამაში ძალზედ მნიშვნელოვანია"

"კასტილიის" მეკარემ, ხესუს ფერნანდესმა "ატლეტიკო ბ"-სთან დერბის წინ RealMadrid.Com-თან ინტერვიუ ჩაწერა...


როგორია "სეგუნდა ბ"-ს ლიდერობა?

მთელი გუნდი ძალზედ გახარებულია. ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ და ეს დავიმსახურეთ. ასე გაგრძელებას ვაპირებთ.

"ლუგოსთან" მატჩში მოთმინება იყო საჭირო...

დიახ, როცა მოწინააღმდეგე გუნდი უპირატესობას ფლობს, მოთმინება უნდა იქონიო და ხელსაყრელ მომენტს დაელოდო და მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენო. სწორედ ასეთი შემთხვევა იყო "ლუგოსთან" შეხვედრაში.

მიუხედავად იმისა, რომ ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ხართ, თქვენი გამოცდილება და სისწრაფე აჩვენეთ "ლუგოსთან"...

მართალია, ჩვენ ახლაგაზრდები ვართ, მაგრამ რიგ მომენტებში ისე ვთამაშობთ, როგორც ვეტერანები. გუნდი სწორი მიმართულებით მიემართება და თითოეულ მატჩს სერიოზულად უდგება.

მეკარისთვის აუცილებელია სეროზული დაცვის ხაზი, რათა თავი უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს...

გუნდი დაცვაში შესანიშნავად გამოიყურება. ვიმედოვნებ, რომ ისე გავაგრძელებთ, როგორც ახლა ვთამაშობთ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მცველები გოლების გატანასაც ახერხებენ, მაგალითად "ლუგოსთან" კასადომ გამარჯვების მომტანი ბურთი შეაგდო...

ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, როცა გამარჯვების გოლი გააქვს, არ აქვს მნიშვნელობა, ის მცველი იქნება, ნახევარმცველი, თუ ფორვარდი.

გალიდერების შემდეგ მოგიწევთ დერბის გამართვა "ატლეტიკო ბ"-სთან. მოედანზე უფრო მეტი ენთუზმიაზმითა და მოტივაციით გახვალთ სათამაშოდ...

ეს უმნიშვნელოვანესი მატჩია ჩვენთვის, ერთმანეთს ქალაქის ორი გუნდი ხვდება. არ გვაქვს უფლება ქულები და ლიდერობა დავკარგოთ. მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავალთ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)