რელანო : "ბენგუაინის დუეტი ბრწყინვალეა"

ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა ალფრედო რელანომ გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოურინიოს ბევრი აქვს საფიქრალი. კარიმ ბენზემა ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და იგი სამეფო კლუბისთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ ასევე არ უნდა დავივიწყოთ გონსალო იგუაინი, რომელიც იდეალურად გამოიყურება...


"გონსალო იგუაინი შესანიშნავი მოთამაშეა და გუშინდელი მატჩი ამის დასტური იყო. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად არგენტინელი ფორვარდი ყველას უმტკიცებს, რომ მადრიდის "რეალის" ძირითად თერთმეტეულში ერთი ადგილი მისი უნდა იყოს. იგივე შეიძლება ითქვას კარიმ ბენზემაზე, ფრანგი მოთამაშე დღითიდღე პროგრესირებს და მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა ნამდვილი საცოდაობა იქნება."

"ვფიქრობ, მოურინიომ ტაქტიკაში პატარა ცვლილებები უნდა შეიტანოს და ბენზემა-იგუაინის წყვილი ერთად ათამაშოს, მაგრამ ეს კიდევ დამატებით პრობლემებს ქმნის. თუკი სამეფო კლუბი 2 ფორვარდიან სისტემაზე გადავა, მაშინ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ 1 მაღალი დონის თავდამსხმელის ყიდვა მოუწევს, რაც ზამთრის კვალობაზე არც ისე მარტივი საქმეა."

"მოკლედ და კონკრეტულად პორტუგალიელ სპეციალისტს საფიქრალი ნამდვილად აქვს." dle 10.1

  • Hala
  • 23 ნოემბერი 2011
  • 2275
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)