მოუ: ”რატომ უნდა დავმალოთ ემოციები”?

წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისინი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავლენა და ეცდებიან, რომ ლიდერობა განიმყარონ. ამავდოულად პორტუგალიელმა თავი შეიკავა ხმამაღალი განცხადებებისა და პროგნოზებისგან.


შაჰინი მზადაა ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ?

მე ასეთი პრინციპი მაქვს: პირველად ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ სასტარტო შემადგენლობა, მე კი მათთვის ჯერ არაფერი არ მითქვამს. მე არ შემიძლია ამის დამტკიცება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ წინა ოთხ შემთხვევაში ფეხბურთელები, რომლებიც პრეს-კონფერენციაზე ჩემთან ერთად გამოდიოდნენ თამაშს სასტარტოდან იწყებდნენ. დღეს შაჰინი ჩემ გვერდით ზის. ლოგიკურად ის უნდა გამოვიდეს მოედანზე პირველივე წუთებიდან.

რას იტყვით ბარსელოდან და ვალენსიადან წამოსულ ბრალდებებზე?

მოდით, ვისაუბროთ არა პრესაზე, რომელიც ამჟამად არის, არამედ პრესაზე, რომლიც პრინციპებიც სამართლიანობა და სიმართლე უნდა იყოს.

იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი იგუაინის მომენტისას?

არაფრის თქმა არაა საჭირო, ყველაფერი ისედაც ნათელია. თუ ვინმეს მაინც ეპარება მცირედითაც ეჭვი ამ მომენტში, მე მათ რიცხვს სულაც არ მივეკუთვნები.

კაკა როგორ გრძნობს თავს? ის კვლავ ტრავმირებულია?

მას ტკივილები აწუხებს. ტესტირების მიხედვით ტრავმა მოშუშებულია. მთავარია თავად ფეხბურთელის მდგომარეოვა. ჩვენ არ გვინდა მდგომარეობის გართულება. ის არ დაბრუნდება მანამ, სანამ მთელი ასი პროცენტით არ იქნება მზად.

სერხიო რამოსი კარვალიოს დაბრუნების შემდეგ კვლავ ცეტრალურ მცველად დადგება?

არ ვიცი, ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. მაგალითაად ათი ნომრით მოთამაშე იოზილი ”ვალენსიასთან” შეხვედრისას მარჯვენა ფლანგზე ირჯებოდა. მე ძალიან ბევრი ცენტრალური მცველი მყავს, ხოლო ფლანგის მოთამაშე ცოტა. მაგრამ რაც სიმართლეა, იმას ვერ გაექცევი. რამოსი ცენტრალურ მცველად ფენომენალურად თამაშობს.

თვლით თუ არა, რომ როცა კალეხონს ზურგზე შეახტით გოლის აღნიშვნისას გადაჭარბებული იყო?

”ვალენსიას” პირიქით უნდა უხაროდეს. ეს რომ უმნიშვნელო შეხვედრა ყოფილიყო, ასე გოლს არავინ არ აღნიშნავდა. როცა საუბარია თამაშზე, რომელშიც ყველამ იცის, რომ გოლები თავისითაც მოვა და დიდი ძალისხმევა არაა საჭირო მათ გასატანად, მაშინ ასეთ გოლებს არავინ არ აღნიშნავს. მეტოქე ამით თავს უფრო დაფასებულად უნდა გრძ§ობდეს. წინა სეზონში მე მახსოვს ”სპორტინგის” ფეხბურთელების ემოციები, როცა მათ ჩვენი დამარცხება შეძლეს. ”ვალენსიას” ყავს ის ფეხბურთელები და ის გუნდი, რომელიც ჩემპიონობას იმსახურებს. ეს მძიმე და რთული შეხვედრა იყო, ამიტომაც აღვნიშნავდით თითოეულ გოლს ასე ემოციურად, მაგრამ მეტოქეს მუდამ პატივს ვცემდით. მიუხედავად ამისა, კრიტიკა იქვე მოგვაწიეს. როცა გოლებს აღვნიშნავთ ამპარტავნებს გვეძახიან, თუ არ აღვნიშნავთ მაინც ამპარტავნები ვართ. ისინი, ვინც იმ მომენტში მოედანზე იყვნენ ან სათადარიგოთა სკამზე იჯდნენ დამეთანხმებიან, რომ ეს იყო ოფლით და შრომით მოპოვებული გამარჯვება და რატომ უნდა დაგვემალა ეს?

ეს ”მადრიდის რეალი” ”ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ერთი ნაბიჯით უსწრებს?

ჩვენ 12 ქულა გვაქს, გოლი არ გაგვიშვია, ოთხი შეხვედრა მოვიგეთ და ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად მხოლოდ ერთი ქულა გვაკლია. ესაა ის, რაც ამ ეტაპზე გვადარდებს, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

”მადრიდის რეალი” გათამაშების ფავორიტია?

მე წინა სეზონშიც ასე ვთვლიდი, არადა მაშინ 1/2 ფინალში გავჩერდით. ასე რომ არ მინდა წინასწარი შედეგების თქმა. ეხლა გადაჭრით იმის თქმაც კი არ შეგვიძლია ჯგუფის ლიდერობა დაგვეხმარება თუა რა კენწისყრისას. ჩვენ ერთი ქულისთვის კი არ ვითამაშებთ, არამედ სანახაობისთვის, გატანილი გოლებისთვის და მაყურებელთა სიამოვნებისთვის. dle 10.1

  • shvela
  • 22 ნოემბერი 2011
  • 2582
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)