”სანტიაგო ბერნაბეუ”-ს ისტორია

მიუხედავად იმისა, გიყვართ თუ არა ”მადრიდის რეალი”, თუ გძულთ ის, ფაქტია, ”მადრიდის რეალს” მართლაც ბრწყინვალე სტადიონი აქვს. ”სანტიაგო ბერნაბეუ” შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მოედანს წარმოადგენს. ის პირდაპირ გადაყურებს მადრიდის ყველაზე პრესტიჟულ უბანს კასტელინას. იმ დროიდან, როცა ”მადრიდის რეალი”” ნამდვილ საფეხბურთო გუნდად იქცა, სტადიონი ასრულებს კლუბის სიძლიერის და ელიტარულობის გამომხატველ სიმბოლოს.


”ბერნაბეუ” კლუბის მეშვიდე სტადიონია. მისი ყველაზე ცნობილი წინამორბედი იყო ”ჩამარტინის” სტადიონი, რომელიც 22 500 მაყურებელს იტევდა, მაგრამ კლუბის ყოფილი ფეხბურთელისა და პრეზიდენტ სანტიაგო ბერნაბეუსთვის ”ჩამარტინი” არ იყო დამაკმაყოფილებელი. 1944 წელს ბერნაბეუმ გაიფორმა 5 ჰა. მოცულობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა მოქმედ სტადიონსა და კასტელანოს შორის. ამ ადგილზე , რომელიც 38 მლნ. პესო დაჯდა 1944 წელს დაიწყეს ”ბერნაბეუს” მშენებლობა.

”სანტიაგო ბერნაბეუ”-ს ისტორია

სტადიონი ”ჩამარტინი”


”სანტიაგო ბერნაბეუ”-ს ისტორია

ძველი და ახალი ”ჩამარტინი”


ახალი მშენებლობა ”ჩამარტინთან” ისე ახლოს ტარდებოდა, რომ ძველი სტადიონის სამხრეთ-დასავლეთის კუთხე ხელს უშლიდა ახლის მშენებლობას. 1944/45 წლების სეზონის ბოლომდე მუშაობა გრძელდებოდა სტადიონის სამ სხვადასხვა მხარეზე. 1945 წლის მაისში სტადიონი დაიხურა. მშენებლობის სრული დასრულებისთვის კიდევ 30 თვე გახდა საჭირო, ამიტომაც ”რეალს” საშინაო შეხვედრების ჩატარება ”ატლეტიკოს” სტადიონ ”ესტადიო მეტროპოლიტანო”-ზე უწევდა. ბოლოს და ბოლო , 1947 წლის 14 დეკემბერს , ”ნუევო ესტადიო ჩამარტინზე” ”მადრიდის რეალმა” პირველი შეხვედრა ჩაატარა ”ბელენენსენშის” წინააღმდეგ.

”სანტიაგო ბერნაბეუ”-ს ისტორია

დონ სანტიაგო ბერნაბეუ სტადიონის მშენებლობის დაწყებისას


სტადიონის პროექტი შეიმუშავეს არქიტექტორებმა: მუნოს მოასტერიომ და ალემანი სოლერომ. ის მოიცავდა სამ ორიარუსიან ტრიბუნას და ღია ტრიბუნებს დასავლეთ მხარეს, იქ , სადაც ადრე ძველი სტადიონი იყო.


”სანტიაგო ბერნაბეუ”-ს ისტორია

ახალი ”ჩამარტინი” გახსნის დღეს


თუ ”მადრიდის რეალს” იმედი ქონდა, რომ ახალი სტადიონი მაშინვე იქონიებდა გავლენას კლუბის თამაშზე, მას წინ იმედგაცრუება ელოდა. 1947/48 წლების სეზონში გუნდი მე-11 ადგილზე გავიდა, ეს ყველაზე ცუდი შედეგი იყო კლუბის ისტორიაში.

”სანტიაგო ბერნაბეუ”-ს ისტორია

”სანტიაგო ბერნაბეუ” 1956 წელს.


ბერნაბეუ გრძნობდა, რომ კლუბის აღმასვლა მალე დაიწყებოდა. სტადიონის გახსნიდან სწორედ ხუთი წლის შემდეგ, დაიწყო მისი რეკონსტრუქციის ახალი ეტაპი. 1953 წელს სტადიონზე მოაწყვეს დიდი ღია მოედანი, რომელიც ნამდვილ ამფითეატრს გავდა. ყოველი მხარიდან დაამატეს ორ-ორი სვეტები. განახლებული სტადიონი 1954 წლის 19 ივნისს გაიხსნა, 2 თვის წინ კი გუნდა სანტიაგო ბერნაბეუს პრეზიდენტობისას პირველი ლა ლიგის ტიტული მოიგო. სტადიონის ტევადობას შეადგინა 120 000. კლუბის მხრიდან ბერნაბეუსადმი პატივისცემის გამოხატვის მიზნით 1955 წელს სტადიონს ”სანტიაგო ბერნაბეუს” სახელი დაარქვეს.

”სანტიაგო ბერნაბეუ”-ს ისტორია

”სანტიაგო ბერნაბეუ” 1971 წელს


მომდევნო 25 წლის მანძილზე სტადგიონზე სერიოზული სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ ჩატარებულა. სამწუხაროდ 1978 წელს სანტიაგო ბერნაბეუ გარდაიცვალა და ის ვერ მოესწრო, თუ როგორ აირჩიეს მისი სახელობის სტადიონი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მასპინძელად. სტადიონი სერიოზულ რეკონსტრუქციას საჭიროებდა , მიახლოებითი თანხა შეადგენდა 700 მლნ. პესოს. ”მადრიდის რეალს” უნდა გადაეხადა მისი ღირებულების 3/4-ი.

”სანტიაგო ბერნაბეუ”-ს ისტორია

”სანტიაგო ბერნაბეუ” 1982 წელს.


რეკონსტრუქცია ითვალისწინებდა სტადიონზე დიდი ოდენობის სკამების დამატებას (რამაც მისი ტევადობა 90 000-მდე შეამცირა), ფასადის გამყარებას , რათა ამ უკანასკნელს შეძლებოდა შეემაგრებინა ის სახურავი, რომელიც სტადიონის მთელ პერიმეტრს ფარავდა, გამონაკლისი იყო დასავლეთ ტრიბუნა. ყველაფერი ეს მთლიანი რეკონსტრუქციის ნახევარი დაჯდა. ასევე დაყენებულ იქნა ორი ახალი ვიდეოეკრანი.

”სანტიაგო ბერნაბეუ”-ს ისტორია

”სანტიაგო ბერნაბეუ” 1992 წელს.


მომდევნო მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა 90-იანი წლების დასაწყისში, როცა სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ ტრიბუნებს მესამე იარუსი დაამატეს. სარეკონსტრუქციო სამუშაოები კიდევ ერთხელ დაიწყო 1992 წლის თებერვალში (სარეკონსტრუქციო სამუშაოების განმავლობაში უსაფრთხოების მიზნით მოხსნილ იქნა სახურავი). იმისთვის რომ ახალ დონეზე ასულიყვნენ ოთხივე მხარეს დაამატეს ოთხი ცილინდრული ტიპის სვეტები. განახლების დასრულების შემდეგ სახურავი და პანელი დაუბრუნდა სტადიონს. სამუშაოები დასრულდა 1994 წლის მაისში და საერთო ჯამში დაჯდა 5 მლრდ. პესეტი. სტადიონის ტევადობა გაიზარდა 110 000-მდე, მაგრამ 4 წლის შემდეგ, სტადიონზე ყველა ადგილი დასაჯდომი გახდა, რამაც ტევადობა 75 328-მდე შეამცირა.

”სანტიაგო ბერნაბეუ”-ს ისტორია

”სანტიაგო ბერნაბეუ” 2008 წელს.


ფლორენტინო პერესის პრეზიდენტობისას, სტადიონი ახალი ცვლილებების წინაშე დადგა. ქონდა რა ამისთვის გადადებული 127 მლნ. ევრო, კლუბი შეუდგა აღმოსავლეთ ტრიბუნის გაფართოებასა და გადიდებას. თანხების დიდი ნახილი დაიხარჯა ახალ იარუსზე. კიდევე ერთი ცვლილება იყო ის, რომ მოხსნი იქნა ორი სვეტი და მათ ადგილას გაკეთდა ე.წ. VIP - ლოჟა და მულტიმედიური ცენტრი. 2006 წელს, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სტადიონის ტევადობა გაიზარდა 80 354-მდე. 2007 წლის 14 ნოემბერს, სტადიონის გახსნის 60 წლის იუბილემდე ერთი თვით ადრე, უეფამ ”სანტიაგო ბერნაბეუს” მიანიჭა ელიტური სტადიონის სტატუსი.

2011 წლის აგვისტოში კლუბმა სტადიონზე გაზარდა VIP ადგილების რაოდენობა, ამჟამად მათი რიცხვი 4 200-ია, ასევე დამატებულ იქნა 900 ჩვეულებრივი ადგილი. ასე და ამგვარად, საერთო ტევადობა ამ დროისთვის 85 454-ია.


dle 10.1

  • shvela
  • 22 ნოემბერი 2011
  • 2831
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)