"რეალი" - "დინამო [პრევიუ]

გთავაზობთ დღევანდელი მატჩის პრევიუს...


მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდისკენ მიისწრაფვის. როგორც მოგეხსენებათ, მადრიდისტებს ჯგუფურ ეტაპზე ოთხიდან ოთხი გამარჯვება აქვთ, თან ისე, რომ საკუთარ კარში ბურთიც კი არ მიუღიათ, თუ "მერენგებმა" ორ მატჩშიც 100%-იანი შედეგი აჩვენეს, კლუბის 109 წლიან ისტორიაში ეს პირველი პრეცედენტი იქნება. გარდა ამისა, "ბლანკოსმა" თუ დღევანდელ მატჩში გამარჯვება მოიპოვა, ზედიზედ მეთორმეტე იქნება. აქამდე "თეთრებმა" ერთი მეორის მიყოლებით დაამრცხეს: "რაიო", "აიაქსი", "ესპანიოლი", "ბეტისი", "ლიონი", "მალაგა", "ვილეარეალი", "სოსიედადი", ისევ "ლიონი", "ოსასუნა" და "ვალენსია". ამ მატჩებში "ბლანკოსის" ფეხბურთელებმა 40 გოლის გატანა შეძლეს, ხოლო საკუთარ კარში მხოლოდ 6 ბურთი მიიღეს. გოლების გატანის საშუალო მაჩვენებელი თითქმის ოთხის ტოლია, რაც ბრწყინვალე შედეგია.

ჟოზე მოურინიოს ამ მატჩისთვის 19 ფეხბურთელი ეყოლება მზადყოფნაში. სიახლე ისაა, რომ ფაბიო კოენტრაო განაცხადს დაუბრუნდა, ხოლო კაკა, მარსელო, კარვალიო, დი მარია და არბელოა ტრავმების გამო იუქმებენ. როგორც თავად პორტუგალიელი სპეციალისტი აცხადებს, ლასანა დიარა კვლავინდებურად ძირითადიდან დაიწყებს თამაშს.

რაც შეეხება ზაგრების "დინამოს", ხორვატები ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მონაწილეობენ და ვერ ვიტყვით, რომ მათთვის ეს გათამაშება დასამახსოვრებელია. მათ ყველა შეხვედრა წააგეს ისე, რომ გოლიც კი არ გაუტანიათ. ძნელად სავარაუდო არცაა, რომ ხორვატები თავის მაქსიმუმს გაიღებენ, რათა ერთი გოლი მაინც გაიტანონ და ევროპის ყველაზე პრესტჟულ საკლუბო ტურნირზე საკუთარი კვალი დატოვონ.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ "რეალს" მერვედფინალის საგზური განაღდებული აქვს. სამაგიეროდ ჯერ უცნობია მეორე ადგილოსნის ვინაობა. მართალია მიზერული, მაგრამ რეალური შანსი აქვს "დინამოსაც" მესამე ადგილზე გასვლისა და შემდგომში ევროპის ლიგაზე ასპარეზობისა. ამისათვის მათ ორივე შეხვედრა უნდა მოიგონ და "ლიონმა" არცერთი. ჯგუფის ცენტრალური მატჩი "სტად ჟერლანდზე" გაიმართება. "აიაქსს" ქულაღა ჭირდება, რომ "რეალის" მსგავსად 16 საუკეთესო გუნდში მოხვდეს.

რაც შეეხება მადრიდულ-ზაგრებულ დაპირისპირებას, აქამდე "რეალი" "დინამოს" მხოლოდ ერთხელ შეხვედრია, ისიც მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირველ წრეში. ზაგრებში "მერენგებმა" მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. თავი ანხელ დი მარიამ გამოიჩინა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)