ალონსოს დილემა

სამეფო კლუბის საყრდენ ნახევამრცველ ჩაბი ალონსოს, "ელ კლასიკომდე" 2 შეხვედრით ადრე, 4 ყვითელი ბარათი აქვს.


რასაკვირველია, პოტენციურად შესაძლებელია, რომ "ბარსასთან" თამაშის წინ ესპანელმა ფეხბურთელმა მიიღოს მეხუთე ყვითელი და შესაბამისად, გამოტოვოს მატჩი, თუმცა აქვე დაგარწმუნებთ, რომ მოურინიოს ფორმაციის კლუბში, მსგავსი "სულელური" ფაქტები გამორიცხულია (გაიხსენეთ, შარშანდელ თამაში "აიაქსთან.")

მაშასადამე, როგორც "მარკას" ჟურნალისტმა დაწერა, არსებობს ორი გზა, რითიც ავირიდებთ ბასკის დისკვალიფიკაციას 10 დეკემბერის დაპირისპირებაში.პირველი, ჩაბიმ გაფრთხილება უნდა მიიღოს "ატლეტიკოსთან," რის შემდეგაც მომდევნო მატჩს გამოტოვებს "სპორტინგთან," ხოლო "კლასიკოზე" სრულიად "სუფთა" წარსდგება, რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ანუ თუ ალონსომ დერბიში ყვითელი ბარათი ვერ იხილა, მწვრთნელმა მას ხიხონელბთან შეხვედრა უნდა გამოატოვებინოს პრევენციისთვის, რამეთუ შესაძლებელია, რომ უწყინარ მატჩში, არბიტრმა უწყინარი გაფრთხილება ამოიღოს და უწყინრად გამოატოვებინოს "ელ კლასიკო" ფეხბურთელს.

ალბათ, პირველი ვარიანტი უკეთესია, გამომდინარე იქედან, რომ კატალონიელების შემდეგ, "სევილიასთან" გვიწევს ურთულესი მატჩი.ასე, რომ ჩაბიმ დერბიში უნდა გაიყვითლოს თავი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)