"აიაქსისა" და "ლიონის" უიქენდი

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფს "რეალი" ლიდერობს, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კი "ლიონი" და "აიაქსი" გახლავთ ჩართული...


ამსტერდამის "აიაქსმა" შინ მნიშნელოვანი ქულები დაკარგა "ბრედასთან". მატჩი ძალზედ დრამატულად წარიმართა, განსაკუთრებით ბოლო 10 წუთში. 35 წუთის შემდეგ სულეიმანის გოლის წყალობით "აიაქსი" იგებდა, 83-ეზე ბოერიხტერმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ამსტერდამულმა გრანდმა გამარჯვება მოიპოვა, "ბრედას" ფეხბურთელებმა ორი გოლის გატანა შეძლეს და შეხვედრის საბოლოო შედეგი 2-2 დააფიქსირეს. "აიაქსს" 13 ტურის შემდეგ "ერედივიზიონში" 21 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს.

"ლიონმაც" საშინაო შეხვედრა გამართა, მაგრამ "აიაქსისგან" განსხვავებით დამარცხდა. მართალია "ოლიმპიკის" ფეხბურთელები 36-ე წუთზე ედერსონის გოლის წყალობით წინ გავიდნენ "რენთან" შეხვედრაში, მაგრამ მათ კარის მშრალად შენახვა მხოლოდ 2 წუთით შეძლეს. 38-ეზე პიტროიპამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ეკოკომ მატჩის საბოლოო შედეგი 1-2 დააფიქსირა. 14 ტურის შემდეგ "ლიონს" 23 ქულა აქვს და საფრანგეთის პირველ ლიგაში მისთვის უჩვეულო მეხუთე ადგილს იკავებს.

როგორც ჩანს, ორივე გუნდმა ძალები დაზოგა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის. ყველა წინაპირობაა შექმნილი, რომ "სტად ჟერლანდზე" უშეღავათო ბრძოლა გაიმართება... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)