იოზილი:"ჩვენ ვართ პატარა ოჯახი"

მადრიდის "რეალის" ერთ–ერთმა ლიდერმა, მესუთ იოზილმა, Bwin–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბლანკოსი" არის პატარა ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთის მეგობარია.


"ჩვენ ვართ პატარა ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთის მეგობარია. ყველაფრისთვის ვიბრძვით გუნდურად და შესაბამისი შედეგიც გვაქვს. თითოეული გამარჯვება, "რეალისთვის" და მისი ქომაგებისთვის დიდი ბედნიერებაა. გუნდისგან ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას, რაც კიდევ უფრო მეხმარება სტაბილურად თამაშში".

იოზილმა ასევე ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის მომაცალ მატჩზეც, რომელშიც "რეალი" ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება:"აღსანიშნავია, "დინამოელთა" ბრძოლისუნარიანობა. ხორვატებს ლიგაზე არ აქვთ სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც არ ნებდებიან, ეს კი ძალიან დასაფასებელია. შემადგენლობის მხრივ დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვთამაშობთ "სანტიაგო ბერნაბეუზე", სადაც მხოლოდ და მხოლოდ მოგებისთვის გავდივართ მოედანზე, გამონაკლისი კი არც ზაგრებთან მატჩში იქნება".

"შევეცდებით ლამაზად და ლაღად ვითამაშოთ. სავარაუდოდ "ლურჯები" კარგ მეტოქეობას გაგვიწევენ, თუმცა გულშემატკივრების გვერდში დგომა, უფრო მეტ სტიმულს და მოტივაციას მოგვცემს, რაც გამარჯვებისკენ მიგვიყვანს".

"სასიხარულოა, რომ ლიგაზე არცერთი გაშვებული გოლი და არცერთი დამარცხება არ გვიგემია. ასპარეზობა კვლავ ასეთ დონეზე უნდა გავაგრძელოთ, რაც უდიდეს წარმატებას მოგვაპოვებინებს. ალბათ ყველა დარწმუნებულია, რომ "რეალი" D ჯგუფის პირველ პოზიციაზე გავა, მათ შორის მეც".

მესუთი ასევე გერმანიაზეც საუბრობს:"გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა. ჩვენ უდიდესი შანსი გვექნება, რომ მოვიპოვოთ ტიტულები, ისევე როგორც "სამეფო" კლუბს. ლიოვის ტაქტიკაში, მე იმ პოზიციაზე ვთამაშობ, რომელზეც მოურინიო "რეალში" მაყენებს და სწორედ ამიტომ ადაპტირების გავლა აღარ მიწევს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გუნდებთან ერთად სასურველ შედეგს მივიღებ".

Marca.com dle 10.1

  • tata
  • 20 ნოემბერი 2011
  • 2284
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)