ჯონასი:"ჩვენ ყველა მეტოქის დამარცხება შეგვიძლია"

"ვალენსიის" ბრაზილიელმა ფორვარდმა, ჯონასმა განაცხადა, რომ მის გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.


"ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფებით. ყოვედღიურად ძალიან ბევრს ვშრომობთ, რასაც დიდი შედეგი მოაქვს. "ვალენსიას" ნებისმიერ ჩემპიონატზე შეუძლია, ნებისმიერ გუნდს გაუწიოს სათანადო მეტოქეობა".

"მადრიდის "რეალი" ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, რაშიც ყველა დამეთანხმება. "მერენგები" გაცილებით ორგანიზებულად და გუნდურად თამაშობენ, ვიდრე ეს წინა წელს იყო".

"სასიხარულოა, რომ გუნდმა სტაბილურად თამაში ისწავლა. ჩემპიონთა ლიგაზე უიღბლობის გამო დავკარგეთ ქულები, თუმცა თითოეული ჩვენთაგანი დარწმუნებულია, რომ გავალთ ჯგუფური ეტაპიტად, რაც ადვილი არ იქნება".

"მსოფლიოს ყურადღება ჩვენი დღევანდელი მატჩისკენაა მიმართული. "ბლანკოსი" ჩვენზე ძლიერია, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ფავორიტად ყველა ჟოზეს გუნდს მიიჩნევს და ეს ასეც არის, მაგრამ ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება. ხალხი ამ მატჩს სულმოუთმენლად ელის. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეხვედრა იქნება სანახაობრივი, ვინაიდან "რეალიც" და "ვალენსიაც" შემტევ და ლაღ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას".

Marca.com dle 10.1

  • tata
  • 19 ნოემბერი 2011
  • 1414
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)