"ვალენსია" – მადრიდის "რეალი" [პრევიუ]

როგორც იცით, დღეს მადრიდის "რეალი" სტუმრად "ვალენსიას" დაუპირისპირდება. ეს მატჩი ჟოზე მოურინიოსთვის საიუბილეოა, ვინაიდან პორტუგალიელს 50 ჩატარებული შეხვედრა დაუგროვდება "ლა ლიგაში".


ცხადია, პრიმერას მე–13 ტურის ცენტრალური მატჩი "ვალენსიასა" და "რეალის" დაპირისპირებაა. ჟოზე მოურინიოს შეუძლია, ზედიზედ მე–11 მატჩში მოიპოვოს გამარჯვება, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელი იქნება. ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ "რეალი" დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე "ვალენსია".

ანდალუსიელები საკუთარ არენაზე ქულებს ძალიან იშვიათად კარგავენ, ასევე ესპანეთის მაშტაბით, უნაი ემერის გუნდი ერთ–ერთი საუკეთესოა გამტანიანობის მხრივ. წელს თერთმეტმა ფეხბურთელმა მოახერხა გოლის გატანა, ხოლო მადრიდელთაგან ეს 13–მა მოთამაშემ შესძლო.

სტადიონზე ანშლაგს მოელიან. სავარაუდოდ "მადრიდისტებიც" საკმაოდ ბევრნი იქნებიან, რაც ძალიან კარგია "სამეფო" კლუბისთვის. ალბათ გახსოვთ, რომ წინა წელს "მერენგებმა" 3–6 დაამარცხეს "ღამურები", სადაც 3 გოლი იგუაინმა, 2 კაკამ და ერთიც ბენზემამ შეაგდო, თუმცა დღეს ანდალუსიური კლუბი მართლაც ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბლანკოსი" კვლავ დიდი ანგარიშით იმარჯვებს. აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდების უკანასკნელ 5 დაპირისპირებაში, "რეალმა" 4–ჯერ მოიპოვა სამი ქულა, "ვალენსიამ" კი ეს ერთხელ მოახერხა.

"რეალმა" მიმდიანრე სეზონში 39 გოლი გაიტანა, ხოლო გუნდის საუკეთესო გოლეადორები კრიშტიანუ რონალდუ (13), გონსალო იგუანი (11) და ქარიმ ბენზემა (6) არიან. "თეთრები" პრიმერას ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ, მეორე ადგილზე მყოფი "ბარსელონა" დედაქალაქელებს 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამე პოზიციას "ვალენსია" იკავებს (24).

კლუბების ამჟამინდელი მდგომარეობა:


"ვალენსია" – მადრიდის "რეალი" [პრევიუ]


ყველა გამართული მატჩი (ვალენსია – რეალი):


"ვალენსია" – მადრიდის "რეალი" [პრევიუ]


Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 19 ნოემბერი 2011
  • 1660
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)