"სევილია" "რეალს" იტურალდე იმსაჯებს

ცნობილია, რომ კვირის შეხვედრას, "სევილიასა" და "რეალს" შორის, იტურალდე გონსალესი იმსაჯებს.ეს ის არბიტრია, რომელთანაც ხორხე ვალდანოს არცთუ ისე კარგი მოგონებები აქვს.


საქმე ეხება, 2003 წლის ესპანეთის სათასო შეხვედრას, როდესაც გუნდის სპორტული დირექტორი ვალდანო გახლდათ.მაშინ მადრიდელებმა პირველ მატჩში 2-0 დაამარცხეს მეტოქე, ხოლო განმაეორებით დუელში 0-1 დამარცხდნენ (შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდნენ).ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი აღნიშნულ შეხვედრაში პირველი ნახევრის მიწურულს მოხდა, როდესაც ხსენებულმა რეფერიმ მოედნიდან ზინედინ ზიდანი გააძევა, რამაც ხორხეს გაღიზიანება გამოიწვია.იმდროინდელმა დირექტორმა, ტრიბუნების დატოვება და მსაჯისთვის "კომპლიმენტის" თქმა სცადა.

მატჩის შემდგომ პროტოკოლში, იტურალდემ განაცხადა, რომ ვალდანომ მას კორექტულობისაკენ მოუწოდა და მის საქციელს სირცხვილი უწოდა.

მადრიდელმა თავის მხრივ უპასუხოდ არ დატოვა გონსალესის ჩვენება: "მე იმიტომ დავტოვე ტრიბუნა, რომ მისთვის მეთქვა თუ როგორი არასამართლიანი იყო ის.იტურალდეს ის ვუთხარი, რასაც იმ დროს მილიონობით მადრიდისტი ფიქრობდა.ჩვენი გუნდი ყოველთვის ჯენტლმენური იქნება და ის არასოდეს არ დაარღვევს რაიმე ნორმეს ზნეობასთან დაკავშირებით."

ამ შეხვედრის შემდეგ, "სევილიის" ოფიციალურმა საიტმა სამეფო გუნდი "ბანდიტების" დაჯგუფებად შერაცხა.მათ აღნიშნეს, რომ ისეთი გუნდი, როგორიც "რეალია," მესამე დივიზიონში უნდა თამაშობდესო.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)