ლასანა: "სევილია ძლიერი მეტოქეა"

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი ნახევარმცველი, ლასანა დიარა, მწყობრშია და შეძლებს "სევილიას" წინააღმდეგ პაექრობას.ფეხბურთელმა დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


- როგორ გრძნობ თავს?
- მე დღითიდღე უკეთესად ვგრძნობ თავს."სევილიასთან" მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.ამიტომაც გუნდი განსაკუთრებით ემზადება, რამეთუ სამი ქულა გვწყურია.

- როგორ ფიქრობთ, მომავალი თამაში თქვენთვის ჯერ-ჯერობით ყველაზე რთული იქნება ამ სეზონში?
- ვფიქრობ, ეს დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთანავე ძალიან რთული.უნდა აღინიშნოს, რომ "ვილიარეალთან" მატჩიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ჩვენ ყველაფერს მშვენივრად გავართვით თავი."რეალმა" კარგად დაიწყო სეზონი და ას პროცენტიანი შედეგით წინ მიიწევს, მაგრამ არ შეიძლება "სევილიის" ჩამოქვეითება, რომელსაც მხოლოდ ერთი მარცხი აქვს განცდილი ლა ლიგაზე.

- რონალდუს მიკრო ტრავმა აწუხებს და თუ ის კვირას ითამაშებს, შესაძლოა დაზიანება გაურთულდეს და შემდეგ ნაკრების თამაში გამოტოვოს.თქვენ როგორ მოიქცეოდით, პორტუგალიელის ნაცვლად რომ ყოფილიყავით ამ სიტუაციაში?
- მე ასეთ სიტუაციაში საკუთარ თავს ვერ შევიყვან.რონალდუ ნამდვილი პროფესიონალია და ის ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ყოველი მხარე კმაყოფილი დარჩება.მთავარია ჯანმრთელად იყოს.

- რა ხდება, დომენეკსა და ბენზემას შორის?
- მე ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რამეთუ არ ვიცი რა ხდება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)