"ჩელსი" პიპიტას შეძენით ინტერესდება

ინგლისურ წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ჩელსის" თავკაცი ვილაშ ბოაში გონსალო იგუაინის შეძენით არის დაინტერესებული...


ლონდონურ კლუბს თავდასხმის ხაზში არანაირი პრობლემა არ აქვს, ინგლისელებს შემტევები ნამდვილად არ აკლიათ, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მომავალი სეზონიდან დიდიე დროგბა ზედმეტად იქნება "ხანში" შესული, იგივე შეიძლება ითქვას ფრანგ ნიკოლა ანელკაზეც, რომელიც ვეღარ აჩვენებს ისეთი დონის ფეხბურთს, როგორსაც წლების მანძილზე აჩვენებდა.

"არისტოკრატებს" რომერო ლუკაკუს ძალიან დიდი იმედი აქვთ, მაგრამ ეს მოთამაშე გამოუცდელია და უპრინციპულეს შეხვედრებში ამ ბიჭის გამოყენება არ იქნება მიზანშეწონილი. იგივე შეიძლება ითქვას ორიოლ რომეუზეც. რაც შეეხება ხუან მატას, რომელიც სამეფო კლუბის აკადემიის აღზრდილია. მისმა ტრანსფერმა აშკარად გაამართლა, ესპანელი ნახევარმცველი ლონდონური გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველია და კოლექტივში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

მთავარი მწვრთნელის აზრით გონსალო იგუაინის ტრანსფერი ყველა პრობლემას მოხსნის, არგენტინელი მოთამაშე ფერნანდო ტორესთან ბრწყინვალე დუეტს შექმნის, ამის შემდეგ კი ინგლისელებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმის ხაზი ეყოლებათ.

გავრცელებული ინფორმაციით რომან აბრამოვიჩი ყველაფერს გააკეთებს პიპიტას "გასალურჯებლად".

შეგახსენებთ, გონსალოს კონტრაქტი სამეფო კლუბთან 2016 წლამდე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულებაში ასევე არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში, თუკი "რეალის" ხელმძღვანელობა მოთამაშის გაშვების წინააღმდეგი იქნება, მსურველმა გუნდმა 150 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოირგებს იგუაინი სხვა გუნდის მაისურს. dle 10.1

  • Hala
  • 1 ნოემბერი 2011
  • 3060
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (325)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)