კაკა: "გახარებული ვარ"

"ყვითელი წყალქვეშა ნავის" ჩაძირვის შემდეგ, კაკამ, დი მარიამ, ბენზემამ და რამოსმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს.


კაკა: "ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და გადავწყვიტეთ პირველივე ტაიმში მოგვეპოვებინა გამარჯვება.აბსოლიტურად ნორმალურია ის, რომ მეორე ნახევარში თამაშის ტემპი დაეცა.ეს იყო განსაკუთრებული შეხვედრა როგორც ჩემთვის, ასევე დანარჩენი ფეხბურთელებისთვისაც."რეალი" აგრძელებს ნაყოფიერ სერიას და აგროვებს ქულებს ჩემპიონატში.ვგონებ, დღითი დღე უფრო ვძლიერდებით."

"3 ქულის მოპოვებაში ყველა მოთამაშეს ლომის წვლილი მიუძღვის.ჩემპიონატი გრძელია და რა თქმა უნდა, სხვადასხვა შეხვედრებში ყველას მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება."

დი მარია: "ფეხბურთელებმა შეხვედრის დებიუტშივე უნდა მიმართონ პრესინგს, შემდეგ სწრაფი გოლი გაიტანანონ და დანარჩენი დრო აკონტროლონ მატჩის სადავეები.ვფიქრობ, ჩვენ კარგად გამოგვდის მეტოქესთან მჭიდრო თამაში.ასევე, აღსანიშნავია, რომ თამაშის გარკვეულ ელემენტებს ვაუმჯობესებთ.საჭიროა თავდაუზოგავი შრომა, რათა დადებითი შედეგი დიდხანს გაგრძელდეს."

"მინდა გითხრათ, რომ დავიბრუნე რწმენა, რაც ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ვახერხებდი თავის გამოჩენას.ვფიქრობ, "ვილიარეალთან" თამაში შანსი იყო და გამოვიყენე."

ბენზემა: "მომწონს, როდესაც "რეალი" ერთი შეხებით თამაშობს.ასეთ დროს, ბადალი არ გვყავს კონტ-შეტევებზე.საბოლოო ჯამში, სანახაობრივი თამაში გამოდგა.ვფიქრობ, ამჟამად, ლა ლიგაზე ყველაზე ძლიერ ძალას წარმოვადგენთ."

"უმთავრესია 3 ქულა, და მეორე ხარისხოვანია ის, თუ ვინ გაიტანს გოლს."

რამოსი: "ჩვენი თამაშის ხარისხი თანდათან უმჯობესდება.საოცარი პირველი ტაიმის შემდეგ, თავს მოდუნების საშუალება მივეცით."

"მნიშვნელოვანია, როდესაც კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გვყავს.ჩემს პოზიციას მწვრთნელი წყვეტს."


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)