ან მარტო კივუ ან მაიკონი, ზლატანი და კივუ

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ინტერს მადრიდის რეალი შეთავაზებას გაუკეთებს კრისტიან კივუს ტრანსფერის თაობაზე.


მადრიდელები მცველის ძიებაში არიან და რამდენიმე დამკვირვებელი ჰყავთ სხვადასხვა კუთხეში. პერესის ახალი დაინტერესება გახლავთ მილანის ინტერის რუმინელი მცველი კრისტიან კივუ, რომელიც ინტერში ძალიან სტაბილურად გამოდის და გუნდის დაცვის მთავარი ფიგურაც გახლავთ.

პერესს ინტერიდან კივუს გარდა ზლატანის და მაიკონის გადმობირებაც სურს, ფლორენტინოს რამდენიმე წარმომადგენელი სულ მალე გაემგზავრება იტალიაში და ისაუბრებენ მასიმო მორატისთან კივუს თაობაზე და მის ფასზე, მაგრამ იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ მადრიდელები მილანში მხოლოდ რუმინელისთვის არ ჩადიან , მათ სურთ ინტერთან სამმაგ შეთანხმებას მიაღწიონ და მაიკონი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კივუ ერთად ჩაიყვანონ მადრიდში, სახელდება თანხაც, რომელიც 110 მილიონ ევროს უდრის, რომლის გადახდასაც პერესი აპირებს ამ სამი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

110 მილიონი ევრო არც ისე პატარა თანხაა, მაგრამ ინტერს სამი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი დააკლდება რაც გუნდს ძალიან დაასუსტებს, ჟოზე მაურინიო კი ამას არ დაუშვებს, მისი სიმკაცრის და ძალიან ცუდი ხასიათის შესახებ ყველას მოეხსენება. მასიმო მორატი მის გარეშე სატრანსფერო ნაბიჯს ვერ გადადგამს იმიტომ,რომ იცის თუ ჟოზეს ფეხბურთელები არ ეყოლება იგიც დატოვებს გუნდს, ამიტომ ამ ტრანსფერის გაჩარხვა ძალიან რთული წარმოსადგენია. dle 10.1

  • Hala
  • 6 ივლისი 2009
  • 2708
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)