მესუთ იოზილი: ”ჩემთვის ფეხბურთი სიამოვნებაა”

GQ-ს სექტემბრის ნომრის მთავარი გმირი გახდა ”სამეფო კლუბის” გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილი. გთავაზობთ მის ინტერვიუს.


თქვენ მიეჩვიეთ ესპანეთის სტადიონებზე თამაშს, რომლებიც გადატენილია მტრულად განწყობილი მეტოქის გულშემატკივრებით.

როცა მე მოედანზე ვარ, ყველაფერს ვივიწყებ, რაც ირგვლივ ხდება. ვცდიოლობ ის მოვიქცე, რომ მაყურებელთა მხრიდან ზეწოლამ ზეგავლენა არ იქონიოს ჩემ თამაშზე. ყოველთვის თამაშზე ვცდილობ კონცენტრირებას. რა თქმა უნდა, როცა მოედნის გვერდითა ხაზსთან ახლოს ვარ, არ როცა კუთხურებს ვაწოდებ, მაშინ ტრიბუნებიდან გამოსროლილი სიტყვები ჩემს ყურამდეც აღწევენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვცდილობ რომ ისეთივე სიამოვნება მივიღო ფეხბურთისგან, როგორც ბავშვობაში გელზენკირხენის ქუჩებში მეგობრებთან ერთად თამაშისას.

თავს უფრო მუშა ფეხბურთელად გრძნობ, თუ ვარსკვლავად?

მე ვცდილობ რეალობის შეგრძნება რო არ დავკარგო. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. ბავშვობიდან ძალზედ ბევრს ვმუშაობდი ფეხბურთელი რომ გამოვსულიყავი . საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არასდროს არ ვყოფილვარ. თავიდან ვცდილობდი ძმაზე უკეთესად მეთამაშა, ამის შემდეგ საზომი მეგობრების თამაშის ხარისხი იყო... და აი ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მე ვიზრდებოდი, როგორც ფეხბრუთელი. როცა ზიდანის ცნობილ მოძრაოებებს ვხედავდი ტელევიზორში, მაშინვე ეზოში გავრბოდი და ვცდილობდი ისინი მეგობრებთან ერთად თამაშის დროს გამომეყენებინა.

საიდან ეს ამბიცია?

მამისგან. როცა მე ახალგაზრდულ დონეზე ვთამაშობდი , ყველანი, ვინც კი ჩემ გარშემო იყვნენ მაქებდნენ: ”რა შესანიშნავი თამაშია მესუთ!”. მაშინ მოდიოდა მამაჩემი, გვერდით გამიყვანდა და მეუბნებოდა: ”მათ არ დაუჯერო, შენ კვლავ ცუდად აკეთებ ამას და ამას”. ის მუდამ გამოთქვამდა საკუთარ აზრს და რაც მთავარია, ყველაფერს პირდაპირ მეუბნებოდა. ყოველთვის აუცილებელია იცოდე რაოდენ კარგად აკეთებ სინამდვილეში საქმეს.

სამხრეთ აფრიკაში გამართული ჩემპიონატის წინ გერმანიის ნაკრების ხსენება გვაგონებდა ტანკების ბრძოლას. თქვენ ხომ უპირატესობას ერთი შეხებით თამაშს ანიჭებთ.

ჩემთვის ფეხბურთი-სიამოვნებაა. როცა ქუჩაში ბურთს ვხედავ, მე აუცილებლად მივალ მასთან და დავარტყამ. ამ მხრივ, მე ბავშვივით ვარ. ასე მესმის მე თამაში-ბურთი მუდამ თან უნდა გქონდეს. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ლამაზად თამაშს ვცდილობთ, მაგრამ ამავდროულად ვიბრძვით, როცა ეს აუცილებელია.

ერთმანეთს კარგად ეწყობით?

დიახ, ჩვენ ერთი დიდი ოჯახივით ვართ. ზოგჯერ ერთმანეთსაც ვურტყამთ ხოლმე, როცა დარტყმებს ”ვამუღამებთ”. ის, ვინც აგებს, ანუ ის, რომელსაც ყველაზე ნაკლები გააქვს, მთელი დღის მანძილზე სხვებს ემსახურება ოფიციანტივით.

და თქვენ თუ მოგირგიათ ეს როლი ოდესმე?

სიმართლე გითხრათ, არც ისე ხშირად. ასეთ შეჯიბრებებს მე ძალზედ იშვიათად ვაგებ. როგორც წესი, სხვებს მოაქვთ ჩემთვის საჭმელი (იცინის)

სახელები გვითხარი

არაააააა! (იცინის) ამ ინფორმაციას ვერ გავცემ.

რას იტყვით თქვენს პირველ სეზონზე ”მადრიდის რეალში”? ”ბარსელონას” დაუმარცხებლად თვლით?

სამეფო თასმა დაგვანახა, რომ ჩვენ გამარჯვება შეგვიძლია. სხვადასხვა შემთხვევებში, ჩემი აზრით, დავამტკიცეთ, რომ საუკეთესონი ვართ, პოტენციალი გვაქ და იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სეზონში ბევრ ტიტულებს მოვიგებთ. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ.

მესუთ იოზილი: ”ჩემთვის ფეხბურთი სიამოვნებაა”


ყველაზე მეტად რა მოგწონთ: გოლების გატანა , თუ შეუდარებელი გადაცემებით პარტნიორების, მაგალითად კრიშტიანო რონალდუს, მომარაგება?

ძალიან მიყვარს ერთიც და მეორეც. კრიშტიანოსა და სხვა დიდებული ფეხბურთელების გვერდით თამაში დამატებითი მოტივაციაა. თავისუფალ არეს ხედავ და აკეთებ მოსახერხებელ გადაცემას, მაგრამ თუ ისეთი ფეხბურთელი არ არის, რომელიც ამას გამოიყენებს, ყველაფერი აზრს კარგავს.

თქვენი აზრით, ჟოზე მოურინიო რატომ ქმნის ამდენ დავას მის ირგვლივ? რას ფიქრობთ მასზე?

ის-სრულიად განსაკუთრებული ადამიანია. ძალიან ბევრს ურთიერთობს ფეხბურთელებთან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებთან. ფეხბურთელებისთვის ის უბრალო მწვრთნელია არაა. არამედ ამავდროულად მეგობარიც.

თქვენ გელზენკირხენში მრავალნაციონალურ კვარტალში გაიზარდეთ, როგორი მოგონებები დაგრჩათ?

მე ვთამაშობდი ლტოლვილებთან ლიბიიდან, ტუნისიდან, თურქეთიდან და გერმანელებთან... თითოეული მათგანისგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. დღეს მთელი მსოფლიო ასეთია, ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ. dle 10.1

  • shvela
  • 26 ოქტომბერი 2011
  • 1879
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)