ალბიოლმა ვარჯიში განაახლა

დღეს, მადრიდის "რეალმა" პირველი ვარჯიში გამართა "ვილეარეალთან" მატჩამდე...


ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში 26 ფეხბურთელი გახლდათ, 19 პირველი გუნდიდან ხოლო დანარჩენი კანტერიდან. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ხესუსს, დენისს, მარტინესს, მერჩანს, მენდესს, რაულ რუისსა და ივან გონსალესს მისცა შანსი. სასიხარულო სიახლე ისაა, რომ რაულ ალბიოლი ვარჯიშს დაუბრუნდა. მან მზადება გუნდთან ერთად სრული დატვირთვით გაიარა, თუმცა სპეციალურ ნიღაბს ატარებდა. კარვალიო, ლასანა, კოენტრაო და შაჰინი სპორტულ დარბაზში გადიოდნენ სარეაბილიტაციო კურსებს.

რაც შეეხება უშუალოდ ვარჯიშს, არბელოამ, რამოსმა, პეპემ, მარსელომ, ალონსომ, ხედირამ, კაკამ, რონალდომ, იგუაინმა და დი მარიამ შედარებით მსუბუქად ივარჯიშეს და ვალდებებასიც პირველებმა დატოვეს. ჟოზე მოურინიომ მათ დასვენების საშუალება მისცა. კალეხონმა, გრანერომ, ალტინტოპმა, ბენზემამ, ოზილმა და ვარანემ სრული დატვირთვით ივარჯიშეს კანტერანოებთან ერთად. თავის მხრივ სილვინო ლოურო მეკარეებს ამზადებდა.

dle 10.1

  • wishmaster
  • 24 ოქტომბერი 2011
  • 2035
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (220)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)