"მალაგა" - "რეალი" [პრევიუ]

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ თბილისის დროით 22:00 საათზე მადრიდის "რეალი" "მალაგას" დაუპირისპირდება. გთავაზობთ ამ მატჩის პრევიუს...


მადრიდის "რეალი" ბრწყინვალედ გამოიყურება უკანასკნელ შეხვედრებში, 5 გამარჯვება ბოლო 5 მატჩში და 21 გატანილი გოლი(საშუალოდ 4,2 მატჩში). რა თქმა უნდა, ამით ყველა აღფრთოვანებულია, მათ შორის მეტოქე გუნდის ფეხბურთელებიც. რუუდ ვან ნისტერლოი: ""რეალმა" თავისი თამაში იპოვა, ისინი ყველა შეხვედრაში ამტკიცებენ თავიანთ ძალასა და შესაძლებლობებს, ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევაა." თავის მხრივ, ჟოზე მოურინიომაც ისაუბრა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "მალაგაზე":

""მალაგამ" უამრავი ფეხბურთელი შეიძინა. მათი თამაშის ხარისხი კი საგრძნობლად გამოსწორდა. გასულ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ, წელს კი მათ ევროტურნირებზე მოხვედრა სურთ. მშვიდად ვარ და მსურს ხვალ დამარცხება თავიდან ავირიდო. ამ კლუბს დიდ პატივს ვცემ, რადგან მას უამრავი რამ აკავშირებს მადრიდის "რეალთან", პირველ რიგში ხუანიტო და იერო. აგრეთვე გულშემატკივრებსაც ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ. მოხარული ვიქნები, თუ "მალაგა" მიაღწევს თავის მიზანს და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს."

აღსანიშნავია, რომ "თეთრები" "ლა როსალდეაზე" 1983 წლის 11 სექტემბრის შემდეგ არ დამარცხებულან. ამჟამად 16 ქულით მადრიდის "რეალი" მესამე ადგილს იკავებს, ხოლო "მალაგას" მეტოქეზე სამით ნაკლები ქულა აქვს და მეექვსე პოზიციის ბინადარია. "ბლანკოსი" "ბარსელონასთან" და "ლევანტესთან" ერთად ის გუნდია მიმდინარე "ლა ლიგის" გათამაშებაში, რომელსაც 10-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

ჟოზე მოურინიომ განაცხადში 20 ფეხბურთელი შეიყვანა. პირველ რიგში, აღსანიშნავია ფაბიო კოენტრაოს არყოფნა. როგორც მედიკოსები ირწმუნებიან, იგი მზად არ არის სათამაშოდ. რაც შეეხება ლასანას, კარვალიოსა და ალბიოლს, მათ მიკროტრავმები აღენიშნებათ და ამის გამო დარჩნენ განაცხადს მიღმა. ნური შასინზე კი ყველამ ყველაფერი კარგად იცით.

ეს მატჩი საინტერესო იმითაცაა, რომ რუუდ ვან ნისტერლოი "რეალიდან" წასვლის შემდეგ პირველად დაუპირისპირდება მის ყოფილ გუნდს. წესით მატჩი დაძაბული და სანახაობრივი უნდა გამოდგეს. ამისთვის საკმარისია ორივე გუნდის შემადგენლობებს გადავხედოთ. "მალაგა" მიმდინარე სეზონში გაძლიერდა უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით: ნისტერლოი, კაზორლა, ტულალანი, ხუაკინი, მატიენსენი და ა.შ.

გარდა ნისტერლოისა, ყოფილ კლუბთან სერხიო სანჩესსა და მანუელ პელეგრინის მოუწევთ დაპირისპირება. რაც შეეხება ჟულიო ბაფტიშტას, იგი განაცხადში არ არის. ცნობისთვის "ვან გოლად" წოდებული ჰოლანდიელ თავდამსხმელს "რეალში" თამაშისას 2 "ლა ლიგა" და ერთი სუპერთასი აქვს მოგებული, ასევე იგი "პრიმერას" ბომბარდირიც გახდა.

აქამდე მადრიდის "რეალი" და "მალაგა" 30-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: 13 "ბლანკოსმა" მოიგო, 8 ფრედ დასრულდა, ხოლო 9 შეხვედრაში ანდალუსიურმა კლუბმა მიაღწია გამარჯვებას. ბურთების შეფარდება კი 55-40-ზეა "რეალის" სასარგებლოდ. უნდა აღვნიშნოთ, რომ "მალაგამ" სამივე საშინაო შეხვედრა მოიგო მიმდინარე სეზონში. როგორც ზემოთ ვახსენე, "თეთრებს" "ლა როსალედაზე" 28 წელია არ წაუგიათ, კერძოდ 1983 წლის 11 სექტემბრის შემდეგ. dle 10.1

  • wishmaster
  • 22 ოქტომბერი 2011
  • 1574
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 36
2 ბენზემა 21
3 სუარესი 21
4 ასპასი 20

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 4 0 2 12
2 რომა 6 3 0 3 9
3 პლზენი 6 2 1 3 7
4 ცსკა 6 2 1 3 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

ვინ უნდა იცავდეს „რეალის“ კარს?

კურტუა
ნავასი



მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2019 (384)
მაისი 2019 (366)
აპრილი 2019 (331)
მარტი 2019 (479)
თებერვალი 2019 (491)
იანვარი 2019 (405)