მოურინიო: "მალაგას პატივს ვცემ"

ჟოზე მოურინიო მატჩის წინ ჟურნალისტებს შეხვდა და ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.


"მალაგამ უამრავი ფეხბურთელი შეიძინა. მათი თამაშის ხარისხი კი საგრძნობლად გამოსწორდა. გასულ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ, წელს კი მათ ევროტურნირებზე მოხვედრა სურთ. მშვიდად ვარ და მსურს ხვალ დამარცხება თავიდან ავირიდო. ამ კლუბს დიდ პატივს ვცემ, რადგან მას უამრავი რამ აკავშირებს მადრიდის რეალთან, პირველ რიგში ხუანიტო და იერო. აგრეთვე გულშემატკივრებსაც ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ. მოხარული ვიქნები, თუ მალაგა მიაღწევს თავის მიზანს და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს."

"მალაგაში თამაში დაახლოებით იგივეა, რაც ვალენსიაში ან სევილიაში მატჩის ჩატარება. ვფიქრობ კოენტრაო მზად არ იქნება მატჩისათვის, ლიონთან შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო დაზიანება, მათ შორის არის ფაბიოც. არ მსურს გარისკვა, ამიტომ მათ მალაგაში არ წავიყვან."

"ყოველთვის ვიძახდი, რომ რონალდო ეგოისტი არ არის და შეუძლია გუნდური თამაში. თავდამსხმელების გარჯით კმაყოფილი ვარ, აგრეთვე კარგ ფორმაში არიან სხვა შემტევი ფეხბურთელებიც. იგუაინი, ბენზემა, კაკა, ოზილი... ყველა იტანს გოლს, რაც გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია."

"კარვალიომ რეალთან 2+1 სტილის კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც იმას გულისხმობს, რომ კლუბის და ფეხბურთელის შემთხვევაში რიკარდო კიდევ ერთი წლით დაიცავს სამეფო კლუბის ღირსებას. ახლა ის ტრავმირებულია და არ არის საჭირო მისი ნაადრევი დაბრუნება, რადგან გუნდში არიან მაღალი დონის მცველები, რომლებიც მას სათანადოდ შეცვლიან. რაც შეეხება რამოსს, ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ცენტრალური მცველის პოზიციაზე ბრწყინვალედ ასპარეზობს. ერთი თვის წინ მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა იდეალურ ფორმაშია, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა სად ითამაშებს მარჯვენა ფლანგზე თუ ცენტრში, რაც გუნდზე პოზიტიურად მოქმედებს." dle 10.1

  • SunSay
  • 21 ოქტომბერი 2011
  • 2487
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)