ბენზემას ინტერვიუ

მადრიდის რეალის ფეხბურთელმა კარიმ ბენზემამ, ესპანურ გამომცემლობა "ას"-ის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა..


- ტრავმის შემდეგ უკეთესი დაბრუნება წარმოუდგენელია!

- 22 დღიანი უქმობის შემდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩავატარე, თუმცა ამაზე მეტად ის მახარებს, რომ გუნდმა მიაღწია ბრწყინვალე გამარჯვებას პრინციპულ მატჩში. ტრავმა საერთოდ აღარ მაწუხებს და მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში ვარ.

- თქვენ მეორე გოლის გატანაც შეგეძლოთ, მაგრამ პასი გაუკეთეთ ხედირას. რატომ მოიქეცით ასე?

- ყოველთვის გუნდზე უნდა ვიფიქროთ, იმ მომენტში ხედირა უკეთეს მდგომარეობაში იყო, მე კი ლიონის მცველი მიახლოვდებოდა, სწორედ ამიტომ გავაკეთე პასი. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ჩემი მოვალეობა გოლების გატანა და თანაგუნდელებისათვის საგოლე გადაცემების გაკეთებაა.

- ლიონის დამარცხება მტკივნეული იყო?

- დიახ, რადგან იქ კვლავ თამაშობენ ჩემი მეგობრები, სამწუხაროდ მოედანზე მეგობარი არ არსებობს. ვიცი, რომ ამ დამარცხებამ ისინი ძალიან გააბრაზა.

- სამეფო კლუბმა უკვე გაინაღდა პირველი ადგილი?

- ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ნელ-ნელა სწორედ ჯგუფში პირველი ადგილისაკენ მივიწევთ, თუმცა კვლავ დარჩა რამდენიმე საპასუხისმგებლო მატჩი.

- ალბათ მოგეხსენებათ, რომ ესპანეთსა და მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს დებატები, ვინ უნდა იყოს რეალის ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელი. თქვენ რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

- სიმართლე გითხრათ არ ვღელავ, რადგან მოვალეობას პირნათლად ვასრულებ. როდესაც იგუაინმა ჰეთ-თრიკები შეასრულა ძალიანაც გამიხარდა, რადგან ეს ყველაფერი გუნდს ეხმარება. მთავარია კარგ ფორმაში ვიყო და არ დავკარგო საღი აზრი, აგრეთვე კარგი იქნება თუ მომეცემა იმის დემონსტრირების საშუალება, რისი უნარიც შემწევს. ამგვარი დებატები კი ნამდვილად არ მანაღვლებს, ერთადერთი ჩემი უმცროსი ძმა მახსენებს ხოლმე "ბენგუაინის" შესახებ.

- როდესაც იგუაინი გოლებს იტანს, არ ფიქრობთ, რომ რთული იქნება ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნება?

- სიმართლე გითხრათ ამაზე არასოდეს მიფიქრია.

- მოგწონთ წნეხი, რომელშიც მადრიდის რეალია?

- დიახ, რადგან ზეწოლას სერიოზული ზიანი არავისათვის მოუტანია, სწორედ მისი წყალობით ვრჩები ტონუსში. მთავარია საკუთარი თავი არ შევავიწროვოთ, ეს რა თქმა უნდა თვითშეფასებას აქვეითებს. ირგვლივ ყოველთვის იყო, არის და იქნება წნეხი, მაგრამ მთავარია თავდაჯერებულობა არ დავკარგო.

- ელოდებოდით, რომ ძირითადში დაიწყებდით თამაშს?

- ყოველი მატჩის წინ ამას ველი. იმისათვის არ ვიხარჯები ბოლომდე, რომ მატჩამდე 2 დღით ადრე სათადარიგო ფეხბურთელად გამომაცხადონ.

- ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ წლევანდელი რეალი შარშანდელზე ძლიერია?

- რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გუნდური თამაში გაუმჯობესდა და უკეთესად გვესმის ერთმანეთსი. აგრეთვე უფრო ხშირად ვაკონტროლებთ ბურთს.

- შაბათს გელით მატჩი მალაგასთან...

- ანდალუსიაში მხოლოდ მოსაგებად წავალთ. აგრეთვე საშუალება მექნება შევხვდე ჩემ მეგობარ ტულალანს, რაც ძალიან მახარებს. dle 10.1

  • SunSay
  • 20 ოქტომბერი 2011
  • 2578
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (289)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)