ნისტელროის ინტერვიუ

ანდალუსიური კლუბის ფორვარდმა რუდ ვან ნისტელროიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


- რუდ, თქვენთვის რეალთან დაპირისპირება განსაკუთრებული იქნება...

- ვისაც რეალის ღირსება დაუცავს ყოველთვის დიდი მონდომებით ეკიდება ამ მატჩს. სამეფო კლუბში კარიერის ბრწყინვალე წლები გავატარე და ძალიან ბედნიერი ვარ. თეთრები ჩვენ კარგ კონდიციებში დაგვიპირისპირდებიან, თუმცა მზად ვართ წინააღმდეგობის გასაწევად. რაც შეეხება კასილასს, ის ბრწყინვალე ადამიანი და ფეხბურთელია, მასთან მუშაობით სიამოვნებას ვღებულობდი.

- წინა ტურში ლევანტესთან იწვნიეთ მარცხი, როგორ აპირებთ თეთრებთან თამაშს?

- გუნდში მებრძოლი სული სუფევს და წინა ტურში მარცხის მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. მზად ვართ შევერკინოთ მადრიდის რეალს. გუნდი ახლა ყალიბდება და მოთმინება არის საჭირო. მეტოქის კართან მომენტების შესაქმნელად დიდი მუშაობაა საჭირო, ჩვენ კი ცდას არ ვაკლებთ. ჯერ-ჯერობით მიჭირს თამაში, მაგრამ როგორც გითხარით დროთა განმავლობაში ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვსურს.

- როგორ ფიქრობთ, გუნდს შეტევაში სისწრაფე ხომ არ აკლია?

- ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. კაზორლა, ხუაკინი, ხორხე გომესი, ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც წამებში შეუძლიათ აჩქარება და ტექნიკური თამაშის ხარჯზე წარმატების მიღწევა.

- დაცვა ბრწყინვალედ გამოიყურება...

- ყველა მატჩისათვის განსაკუთებულად ვემზადებით, თუმცა გუნდის ფილოსოფია სწრაფ მოძრაობაზე და ერთი შეხებით პასის გაკეთებაზე არის ორიენტირებული. მადრიდის რეალთან მატჩი კი ყველაზე განსაკუთრებული იქნება.

- იმ შემთხვევაში თუ გოლს გაიტანთ, აღნიშნავთ მას?

- ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ არამგონია ასეთი რამ გავაკეთო. ახლა მთავარია მატჩისათვის სათანადოდ მოვემზადო.

- იგუაინი თუ ბენზემა?

- ორივე მათგანი მსოფლიო კლასის ფორვარდია. რომელიც არ უნდა გამოვიდეს მოედანზე 100%ით დაიხარჯება. ისინი ჩემი ყოფილი პარტნიორები არიან და დიდ პატივს ვცემ ორივეს.

- მოურინიომ პელეგრინიზე განაცხადა, რომ მადრიდის რეალის შემდეგ არასოდეს ჩაუდგებოდა სათავეში მალაგას, როგორც ეს პელეგრინიმ გააკეთა...

- გავიგე მსგავსი რამ, მაგრამ ამაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ჩემი საქმე არ არის. dle 10.1

  • SunSay
  • 20 ოქტომბერი 2011
  • 2019
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 10
2 ხერარდ მორენო 8
3 მესი 8
4 ლორენი 7

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 5 4 1 0 13
2 რეალი 5 2 2 1 8
3 ბრიუგე 5 0 3 2 3
4 გალათასარაი 5 0 2 3 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2019 (72)
ნოემბერი 2019 (406)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)