გარდე:"მადრიდელებმა შესანიშნავად ითამაშეს"

ოლიმპიკ "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა რემი გარდემ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალი" გაცილებით უკეთ გამოყურებოდა, ვიდრე მისი გუნდი.


"მადრიდელებმა გამანადგურებელი ანგარიშით დაგვამარცხეს. ჩვენ არ ვითამაშეთ ისე, როგორც ეს ძლიერ კლუბს შეეფერება, რაც უშუალოდ შედეგზე აისახა. მადრიდის "რეალი" დიდხანს აკონტროლებმა ბურთს, სწორედ ამიტომ ვერ ვახერხებდით შეტევების გააზრებულად ორგანიზებას. ტემპი იყო საკმაოდ მაღალი, ეს კი გაცილებით უკეთ მადრიდელებმა გამოყენეს".

"ჟოზე მოურინიოს შეგირდები გაცილებით უკეთ მოემზადნენ ამ მატჩისთვის, ვიდრე ჩემი შეგირდები. მარცხი უპირველესყოვლისა მწვრთნელის ბრალია, ხოლო შემდეგ პასუხისმგებლობა ფეხბურთელებზე გადადის. ვგონებ, რომ "სამეფო" კლუბი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგების ერთ–ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია. მადრიდელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, თუნდაც მათი სათადარიგო სკამი. ჟოზე მოურინიოს რეზერვში ყოველთვის არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა".

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მადრიდის "რეალმა" სამი შეხვედრიდან ყველა მოიგო და 9 ქულის მოპოვება შესძლო. "თეთრები" D ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები არიან და მეორე ადგილოსან გუნდებს "ლიონსა" და "აიაქსს" 5 ქულით უსწრებს.


Goal.com dle 10.1

  • tata
  • 19 ოქტომბერი 2011
  • 2028
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)